ფილ სელუეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილ სელუეი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფილიპ ჯეიმზ სელუეი
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1967 (1967-05-23) (56 წლის)
დაბ. ადგილი ებინგდონ-ონ-თემზი, ბერკშირი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, არტ-როკი, ელექტრონული მუსიკა, ფოლკ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი-სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, დრამ-მანქანა, პერკუსია, გიტარები, სემპლერი, სეკვენსერი, ვოკალები
აქტიური 1985–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი XL, TBD, Bella Union
საიტი philipselway.com
ფილ სელუეი ვიკისაწყობში

ფილიპ „ფილ“ ჯეიმზ სელუეი (Philip "Phil" James Selway; დ. 23 მაისი, 1967, ებინგდონი, ოქსფორდშირი, ინგლისი) — ბრიტანული როკ ჯგუფი Radiohead-ის დრამერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Radiohead-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Radiohead-ის პოპულარობამდე სელუეი ლივერპულის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწვალობდა (დღეს ეს უნივერსიტეტი ცნობილია როგორც “ლივერპულის ჯონ მურზის სახელობის უნივერსიტეტი”). ის ბევრ საგასტროლო მუსიკოსთან თანამშრომლობდა; ამავე პერიოდში ინგლისურის მასწავლებლადაც დაიწყო მუშაობა. 90-იანი წლების დასაწყსიში კი მან Radiohead-ს (მაშინ ცნობილი როგორც “On a Friday”) საწყისი შემადგენლობა დატოვა და ირლანდიაში გაემგზავრა, თუმცა ჯგუფში მალევე დაბრუნდა.

დოლზე დაკვრის გარდა ფილი შიგადაშიგ ბეკ-ვოკალსაც ასრულებს, რაც ყველაზე შესამჩნევად სიმღერაში “There There” ჩანს. მისი საოცრად ზუსტი სინქრონულობა და მრავალფეროვანი სტილის დოლის პარტიები უზრუნველყოფს ზუსტი და გასაგები ხმის გამოცემას Radiohead-ის ცოცხალი შესრულებით ჩატარებული კონცერტებისას.

Radiohead-ს გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომ იორკისა და ჯონი გრინვუდისგან განსხვავებით, ფილ სელუეი აქტიურად არ არის ჩართული ჯგუფის გარეთ მოქმედ პროექტებში. თუმცა ის ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომაგდენლებთან ერთად მუშაობს. 1991 წლიდან მოყოლებული სელუეი “სამარიტან მოხალისეთა ჯგუფში” ირიცხება, რომელთა მიზანი ბრიტანეთსა და ირლანდიაში სუიციდის წინააღმდეგ პროპაგანდაა. ფილმა ჯგუფ Dive Dive-ისთან დოლის პარტია შეასრულა (2005 წლის მარტი) და გამოჩნდა მხატვრულ ფილმში „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“, განასახიერა რა მუსიკალური ჯგუფის The Weird Sisters ერთ-ერთი წევრი, Radiohead-ის სოლო-გიტარისტ ჯონი გრინვუდთან და ჯგუფის Pulp სოლისტ ჯერვის კოკერთან ერთად. ასევე თავისი წვლილი შეიტანა ნილ ფინის საკონცერტო ალბომში Seven Worlds Collide. ახლო წარსულში შოტლანდიელმა პროდიუსერმა ჯონ მაკკიუსაკმა გაზეთთან The Scotsman მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სელუეისთან ალბომის ჩაწერას აპირებს 2007 წელს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილსა და მის ცოლს, ქეითს (ინგლ. Cait), სამი ვაჟი ჰყავთ: ლეო, ჯემი და პატრიკი (რომლებსაც, შესაბამისად მიეძღვნათ ალბომები Kid A, Amnesiac და Hail to the Thief).

2006 წლის მაისში Radiohead-ს ამსტერდამის ტურნეს დროს ფილ სელუეის დედა დაეღუპა. ჯგუფმა კონცერტი გადადო და, შემდეგ აგვისტოში, იმავე ქალაქში დაბრუნდა გამოტოვებული კონცერტის ჩასატარებლად.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]