ადლი მანსური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადლი მანსური
ეგვიპტის პრეზიდენტის მ/შ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივლისი, 2013 – 8 ივნისი 2014
წინამორბედიმოჰამედ მურსი

დაბადებული23 დეკემბერი, 1945
კაირო, ეგვიპტე
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
პროფესიაიურისტი
რელიგიაისლამი-სუნიზმი

ადლი მანსური (არაბ. عدلي منصور; დ. 23 დეკემბერი, 1945, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი იურისტი. ეგვიპტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2013 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 8 ივნისამდე[1].

1967 წელს დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992 წლიდან კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეა. ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მურსის 2013 წლის 19 მაისის დეკრეტის საფუძველზე 2013 წლის 1 ივლისს დაინიშნა კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარედ. 3 ივლისს დანიშნეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, მას შემდეგ, რაც არმიამ გადააყენა ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი. 4 ივლისს დადო ფიცი, როგორც დროებითმა პრეზიდენტმა[2].

დაოჯახებულია, ჰყავს ერთი ბიჭი და ორი გოგო[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რადიო თავისუფლება: ეგვიპტეში დროებითი პრეზიდენტი დაინიშნა
  2. ეგვიპტის დროებითმა პრეზიდენტმა ფიცი დადო
  3. „ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტის ადლი მანსურის ბიოგრაფია“. „რია-ნოვოსტი“. 4 ივლისი, 2013. ციტირების თარიღი: 2013-07-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)