ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
დაბადების თარიღი 1868,02,03
დაბადების ადგილი გორი
გარდაცვალების თარიღი 1951,06,01
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
თემატიკა ქალთა პრობლემები
დებიუტი ბესო

ოფიციალური საიტი

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (დაბ. 3 თებერვალი, 1868 - გარდ. 1 მაისი, 1951) — ქართველი ნოველისტი.

ბიოგრაფია [რედაქტირება]

დაიბადა გორში, არისტოკრატთა ოჯახში. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით — ქალთა ორგანიზაცია "მანდილოსანი" (1913-1914).

მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1885 წელს, როდესაც თარგმნა ოსური ლეგენდა "ბესო". 1890 წელს აკაკი წერეთელის ხელშეწყობით თბილისში გადავიდა, რათა გაეგრძელებინა სამწერლო კარიერა. მის პირველ ნოველებს — "მოლიპულ გზაზე (1897)" და "ბედის ტრიალი (1901)", საკმაო წარმატება ხვდათ. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო პირველი ქართველი ქალი მწერალი, რომელმაც ყურადღება ქალების პრობლემებზე გაამახვილა. ერისთავი-ხოშტარიას ნოველები და მოკლე ისტორიები მისდევს ერთ ხაზს: ისინი აღწერენ ქართველი აზნაური ქალების ცხოვრებას XIX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ხდებოდა ძველი ფასეულობების ცვლილება და ახალი ეკონომიკურ-მორალური წესრიგი ყალიბდებოდა. მისი იდეალები იყო თავისუფალი შრომა, გულწრფელი სიყვარული და გამოდიოდა "თიხის ფეხებიანი" გმირების წინააღმდეგ.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ა. ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების "პოლიტიკურად კორექტულ" შესავლებს წერდა.[1]

დაქორწინებული იყო დუტუ მეგრელზე (დიმიტრი ხოშტარია), რომელიც ასევე მწერალი და პოეტი იყო.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]