ანა დოღონაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა დოღონაძე
Anna Dogonadze.jpg
ანა დოღონაძე
დაიბადა 15 თებერვალი, 1973
მცხეთა, საქართველო
საქმიანობა ბატუტზე ხტომა

ანა დოღონაძე (გერმ. Anna Dogonadze; დ. 15 თებერვალი, 1973) — ქართული წარმოშობის გერმანელი ათლეტი (ბატუტზე ხტომა), რომელმაც 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1996 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში, 1998 წლიდან გამოდის ამ ქვეყნის სახელით. ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1990 გუნდური, 1998 სინქრონული, 2001 პირადი), მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1988). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. იგი პროფესიით მასწავლებელია. ჰყავს ერთი ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]