გალერასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გალერასი | |
გალერასი, 2005 წლის დეკემბერს |
|
| სიმაღლე |
4276 მეტრი |
|---|---|
| მდებარეობა |
ნარინიო, კოლუმბია |
| ბოლო ამოფრქვევა |
2009 წლის 15 თებერვალი |
გალერასი (ესპ. Galeras, ასევე ურსუნინა მე-16 საუკუნის ადგილობრივ ინდიელთა ენაზე), მოქმედი სტრატოვულკანი კოლუმბიის ნარინიოს დეპარტამენტში, დედაქალაქ პასტოსთან. მისი მწვერვალი ზღვის დონიდან 4276 მ აღწევს. არემარის ესპანელების მიერ დაპყრობიდან ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა, რომელთაგან პირველი დაფიქსირდა 1580 წლის 7 დეკემბერს.[1]
1993 წლის ამოფრქვევამ 9 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 6 მეცნიერი, რომლებიც ვულკანის კრატერში იყვნენ ჩასული ამონაფრქვევი აირების ნიმუშების ასაღებად.[2] ამჟამად გალერასი ყველაზე აქტიური ვულკანია კოლუმბიაში.