ნოდარ ჩხეიძე (კრიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხეიძე.

ნოდარ ბარნაბის ძე ჩხეიძე (დ. 15 თებერვალი, 1928, ობჩა — გ. 9 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა თბილისში. 1945 წელს შევიდა უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში კრიტიკისა და ესთეტიკის ისტორიის სპეციალობით. 1955 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. 1950 წლიდან ნიჭიერი კრიტიკოსი აქვეყნებდა თეორიული ხასიათის წერილებს ჟურნალ-გაზეთებში. სულ ოთხი წიგნისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო თუ კრიტიკული წერილის შექმნა დასცალდა, მაგრამ ყველა ისინი გამოირჩევიან ღრმა ანალიზითა და პრინციპულობით, მათში კარგად ჩანს ავტორის ერუდიცია და ფართო ჰორიზონტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თითმერია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174-175.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 387, თბ., 1994