იოსებ გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.

იოსებ (სოსო) ილიას ძე გაბაშვილი (დ. 15 თებერვალი, 1908, ვლადიკავკაზი — გ. 20 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის სატავადაზნაური გიმნაზიაში, სადაც იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ხატვის ხელოვნებას. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. აქ მისი პედაგოგები იყვნენ გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი.

თავისი ძირითადი სპეციალობის, ფერწერისა და გრაფიკის გარდა, წარმატებით მუშაობდა სცენოგრაფიაში, პლაკატისა და ილუსტრაციის ჟანრში. განსაკუთრებუთ დიდი წვლილი შეიტანა საბავშვო წიგნის გრაფიკაში. სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. იოსებ გაბაშვილი წლების მანძილზე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვისა და ფერწერის კათედრის პროფესორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 603-604.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 93, თბ., 1994
  • ჯაფარიძე გ. „იოსებ გაბაშვილი“, თბილისი, 1963