ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ხეივანი
აფხ. Амзара
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ხეივანი
კოორდინატები 43°23′09″ ჩ. გ. 40°02′11″ ა. გ. / 43.38583° ჩ. გ. 40.03639° ა. გ. / 43.38583; 40.03639
ცენტრის სიმაღლე 50 მეტრი
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 3096 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ხეივანი[1][2] (აფხ. Амзара[3] [ამზარა]; ყოფილი ერმოლოვკა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4], ყოფილი პილენკოვო-5) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: კულტუბანი, შაფრანოვო, წალკოტი). ზღვის დონიდან 50 მ, გაგრიდან 30 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში ერქვა ამზარა, რაც აფხაზურად „ფიჭვნარს“ ნიშნავს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერმოლოვკა, ხოლო 1948 წელს ქართული სახელი ხეივანი ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ამზარა (Амзара) დაარქვეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 3 096 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 3 096 -- --
2011[6] 1 303 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 455.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 135.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 225.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
  6. Abkhazia - Ethnic composition, all communes: 2011 census