ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ვაკე
აფხ. Арасаӡха
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ხაშუფსე
კოორდინატები 43°24′31″ ჩ. გ. 40°06′47″ ა. გ. / 43.40861° ჩ. გ. 40.11306° ა. გ. / 43.40861; 40.11306
ადრეული სახელები კოვალევსკოე
ცენტრის სიმაღლე 420±1 მეტრი
მოსახლეობა 221[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ვაკე (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ვაკე[2][3] (აფხ. Арасаӡха[4] [არასაძხა]; ყოფილი კოვალევსკოე, გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხაშუფსის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ხაშუფსის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 420 მ, გაგრიდან 23 კმ.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. კვარჭიას ცნობით, XIX ს. მეორე ნახევარში ამ ადგილას იყო სოფელი არასაძიხ (აფხ. „თხილის წყაროს“ ნიშნავს). XIX ს. მეორე ნახევარში აქ შეიქმნა სოფელი კოვალევსკოე. 1948 წელს მას ქართული სახელი ვაკე ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს არასაძხა (Арасаӡха).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 221 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 221 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 138.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]