ზეგანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზეგანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ზეგანი
აფხ. Ԥшашьха
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მეხადირი
კოორდინატები 43°27′01″ ჩ. გ. 40°08′58″ ა. გ. / 43.45028° ჩ. გ. 40.14944° ა. გ. / 43.45028; 40.14944
ადრეული სახელები ევდოკიმოვკა
ცენტრის სიმაღლე 520±1 მეტრი
მოსახლეობა 90[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზეგანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზეგანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ზეგანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ზეგანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ზეგანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ზეგანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ზეგანი[2][3] (აფხ. Ԥшашьха[4] [ფშაშჲხა]; ყოფილი ევდოკიმოვკა, გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (მეხადირის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ჟეოფსეს მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 520 მ, გაგრიდან 34 კმ.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში აქ შეიქმნა რუს კოლონისტთა სოფელი ევდოკიმოვკა. 1948 წელს ქართული სახელი ზეგანი ეწოდა,[6] რაც ქართულად ვრცელ და ამაღლებულ ადგილს ნიშნავს. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ფშაშხა (Пшашьха).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 90 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 90 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 329.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 43.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 69.
  4. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023