მუხნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მუხნარი
აფხ. Кацырха
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მეხადირი
კოორდინატები 43°26′37″ ჩ. გ. 40°07′11″ ა. გ. / 43.44361° ჩ. გ. 40.11972° ა. გ. / 43.44361; 40.11972
ცენტრის სიმაღლე 320±1 მეტრი
მოსახლეობა 193 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მუხნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მუხნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
მუხნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუხნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
მუხნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
მუხნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მუხნარი[1][2] (აფხ. Кацырха[3] [კაცჷრხა]; ყოფილი ვოსემსოტსკოე — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (მეხადირის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ჟეოფსის (ხაშუფსის ერთ-ერთი სათავე) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 320 მ, გაგრიდან 28 კმ.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელს სომხების დასახლების შემდეგ, XIX საუკუნის ბოლოდან, „ვოსემსოტკოე“ ერქვა. 1948 წ. ქართული სახელი „მუხნარი“ ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს კაცირხა (Кацырха).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 193 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 193 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 230.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 72.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 120.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023