ბაღნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბაღნარი
აფხ. Хышәҳа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ბაღნარი
კოორდინატები 43°25′41″ ჩ. გ. 40°08′48″ ა. გ. / 43.42806° ჩ. გ. 40.14667° ა. გ. / 43.42806; 40.14667
ადრეული სახელები ხრისტოფოროვო
ცენტრის სიმაღლე 230±1 მეტრი
მოსახლეობა 320[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაღნარი — საქართველო
ბაღნარი
ბაღნარი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბაღნარი
ბაღნარი — გაგრის მუნიციპალიტეტი
ბაღნარი

ბაღნარი[2][3] (აფხ. Хышәҳа[4] [ხჷშჿჰა]; ყოფ. ხრისტოფოროვო — გადაერქვა 1944 წლის 15 იანვარს[5].) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარეების სანდრიფშის და ჟეოფსის (მდინარე ხაშუფსის სათავეები) შესართავთან ახლოს. თემის ცენტრი (სოფლები: აჩმარდა, ველი, კლდეკარი, მენდელეევო). ზღვის დონიდან 230 მ, გაგრიდან 33 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება როგორც ხისხორიფშ. აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგ, 70-იან წლებში, ეს მიწები მემამულე ხრისტოფოროვს ებოძა და ხრისტოფოროვო ეწოდა. 1944 წელს გადაერქვა სახელი და ბაღნარი დაერქვა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ხიშვჰარიფშ//ხიშვჰა (Хышəҳарыҧшь, Хышəҳа) დაარქვეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 320 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 320 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 379.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 23.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 33.
  4. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  6. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.