ლიძავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ლიძავა
აფხ. Лӡаа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ლიძავა
კოორდინატები 43°10′41″ ჩ. გ. 40°22′03″ ა. გ. / 43.17806° ჩ. გ. 40.36750° ა. გ. / 43.17806; 40.36750
ცენტრის სიმაღლე 30 მეტრი
მოსახლეობა 1506 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლიძავა — საქართველო
ლიძავა
ლიძავა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ლიძავა
ლიძავა — გაგრის მუნიციპალიტეტი
ლიძავა

ლიძავა[1][2] (აფხ. Лӡаа[3] [ლძაა]; ლიძაა) — სოფელი და თემის ცენტრი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ბიჭვინთის კონცხზე. საზღვაო კლიმატური კურორტი. ზღვის დონიდან 5-30 მ, გაგრიდან 25 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის პირველ ნახევარში სოფელს ერქვა აჯრა, რაც აფხაზურად „მუხნარს“ ნიშნავს, ხოლო თემს — ლიძავა. 1925 წელს ლიძავის თემი ერთი სოფლით შედიოდა გუდაუთის მაზრაში. 1930 წელს ლიძაას ს/საბჭო 4 სოფლით გუდაუთის მაზრაში შედიოდა. 1938 წელს ლიძავის ს/საბჭო გუდაუთის რაიონიდან გაგრის რაიონს გადაეცა. 1952 წელს ლიძავას ლძაანი, ხოლო 1955 წელს — ლიძავა ეწოდა. ლიძავაში აღმოჩნდა ძვ. წ. XV-XIV სს. ბრინჯაოს ცულების განძი (ცნობილია ბიჭვინთის განძის სახელით), რომელიც შეიცავს ორი სახეობის კოლხურ ცულებს, აგრეთვე ადრეული ტიპის ბრინჯაოს ცულს, რომელიც კოლხური ცულის პროტოტიპადაა მიჩნეული. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ლძაა (Лӡаа).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 506 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 1 506 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 270.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]