წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
წაბლიანი
აფხ. Баӷрыԥшь
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მიქელრიფში
კოორდინატები 43°31′42″ ჩ. გ. 40°05′41″ ა. გ. / 43.52833° ჩ. გ. 40.09472° ა. გ. / 43.52833; 40.09472
ადრეული სახელები დერეკეი
ცენტრის სიმაღლე 360 მეტრი
მოსახლეობა 80 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

წაბლიანი[1][2] (აფხ. Баӷрыԥшь[3] [ბაღრჷფშჲ]; ყოფილი დერეკეი - ღაშინთაქი — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ტროიცკის (ფხისთის ერთ-ერთი სათავე) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 360 მ, გაგრიდან 50 კმ, ლესელიძიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. კვარჭიას ცნობით, ესაა ძველი ბაღრიფში. სახელწოდება მომდინარეობს აბაზური თემის სახელიდან ბაღ (შდრ. აფხაზური გვარსახელი ბაღბა) და „ბაღების გორას“ ნიშნავს. XIX საუკუნის ბოლოს აქ შეიქმნა სომხური დასახლება გოშენდაკ-დერეკეი (დერეკეი), რომელსაც 1948 წელს ქართული სახელი წაბლიანი ეწოდა.[6] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ბაგრიფშ (Багрыҧшь).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 80 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 80 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 285.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 127.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 210.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  5. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 34, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023