სალხინო (გაგრის მუნიციპალიტეტი)
სალხინო[1][2] (აფხ. Лакырха[3] [ლაკჷრხა]; ყოფილი ყაზარმა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი და თემის ცენტრი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფსოუს ხეობაში. ზღვის დონიდან 150 მ, გაგრიდან 32 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5]
მიქელრიფშის თემის დანარჩენი სოფლებია: დემერჩენცი, მიქელრიფში, ჩანჩქერი, ცოდნისკარი, წაბლიანი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XX საუკუნეში ერქვა ყაზარმა. 1948 წელს ქართული სახელი სალხინო ეწოდა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ლაკირხა (Лакырха).
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 122 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 122 | -- | -- |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 697.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 89.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 147.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
|