თბილისის მერია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერიის ახალი შენობა, ყოფილი „შრომის სასახლე“.

თბილისის მერია – წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.[1] მთავრობა შედგება: მერის, მერის მოადგილეებისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში. ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობაში არ შედიან.

2008 წლის 3 თებერვლიდან მერიის ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები გადავიდნენ ახალ შენობაში - ჟ. შარტავას ქუჩა № 7-ში მდებარე, ყოფილ „შრომის სასახლეში“. მანამდე მერის ადმინისტრაცია თვითმმართველობის ისტორიული შენობაში იყო თავისუფლების მოედანზე, ხოლო საქალაქო სამსახურები სხვადასხვა შენობებში თბილისის მასშტაბით[2].

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. საქართველოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“
  2. თბილისის მერიის ახალსახლობა“, ქართული პრესის მიმოხილვა / 2008 წლის 4 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21. 
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე