ბაკონაო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბაკონაო
Reserva de la Biosfera Baconao |
|
|---|---|
| მდებარეობა | სანტიაგო-დე-კუბის პროვინცია |
| ქვეყანა | კუბა |
| უახლოესი ქალაქი | სანტიაგო-დე-კუბა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 848.57 კმ² |
| დაარსდა | 1987 წელს |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | პარკის ვებ-გვერდი |
ბაკონაოს ბიოსფერული ნაკრძალი (ესპ. Reserva de la Biosfera Baconao) — დიდი ბიოსფერული პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუბაში. მდებარეობს ქალაქ სანტიაგო-დე-კუბიდან აღმოსავლეთით 20 კილომეტრში. ფართობი 848.57 კმ².[1] 1987 წელს იუნესკომ გამოაცხადა მსოფლიო მემკვიდრეობის ბიოსფერულ ნაკრძალად.[2]
შეიცავს რამდენიმე ღირსშესანიშნავ ობიექტს, რომელთაგან არსანიშნავია: დიდი კლდე (გრან-პიედრა) – ვულკანური წარმოშობის დიდი ფრიალო კლდე, რომლის ზომებია 51X30, ხოლო სიმაღლე 25 მ. წონა სავარაუდოდ იქნება 63 ტონა; პრეისტორიული ხეობა – სადაც მცენარეული საფრის ირგვლივ შესაძლებელია დიდი რაოდენობით დინოზავრების სკულპტურების ხილვა; ბოტანიკური ბაღი – რომელსაც 0.45 კმ² უკავია. აქვეა აკვარიუმი, ლაგუნა და სხვ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ბაკონაოს პარკი (ესპანური)
- ბაკონაოს პარკი (ესპანური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Sistema Nacional de Areas Protegidas. Protected Areas. წაკითხვის თარიღი: 2009-07-09.
- ↑ UNESCO. Baconao Biosphere Reserve Information