სეკუნდო-ფრენტე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
მუნიციპალიტეტი
სეკუნდო-ფრენტე
Secundo Frente
|
სეკუნდო-ფრენტე (ესპ. Secundo Frente) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, სიერა-კრისტალის მთების სამხრეთ კალთებთან.
ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს დასახლება მაიარი-არიბაში. 1958 წლის მარტში, ფულხენსიო ბატისტას მთავრობის წინააღდმეგ ამბოხისას აქ გაიმართა შეტაკება რაულ კასტროს მეთაურობით.
დემოგრაფია [რედაქტირება]
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 40 885 ადამიანს შეადგენდა.[1] 540 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 75,7 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||