თურქულენოვანი ხალხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოღუზები)
რუკა „კაშგარის დივანიდან“ სადაც ნაჩვენებია თურქული ტომების განაწილება, XI საუკუნე

თურქულენოვანი ხალხებიშუა და აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ციმბირსა და აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ეთნოსები, რომელთაც ერთი მეტ-ნაკლებად ურთიერთმონათესავე ენობრივ ოჯახში სახელწოდებით თურქული ენები აერთიანებენ.

გავრცელების არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულენოვან ხალხთა საერთო რიცხვი 130-დან 150-მდე მლნ. კაცამდე მერყეობს. ისინი ცხოვრობენ თურქმენეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უზბეკეთში და ა.შ. გეოგრაფიულად უაღრესი გაფანტულობის მიუხედავად, რომელიც მოიცავს არეალს აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთიდან დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკისა და კავკასიის ჩათვლით ვიდრე ცენტრალური აზიისა და ციმბირის სივრცეებამდე, ეს ენები ავლენენ მეტ-ნაკლებ სიახლოვეს გრამატიკულ სტრუქტურასა და ლექსიკაში. სწორედ ეს არის პირვანდელი და უმთავრესი მიზეზი ამ ენათა და ხალხთა ერთ ჯგუფად გაერთიანებისა.

პანთურქიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა პოლიტიკური და რელიგიურ-კულტურული მოძრაობა, რომელიც ამ ეთნოსთა ზემოხსენებულ ენობრივ სიახლოვეს ეფუნებოდა და პერსპექტივაში საბოლოო მიზნად თურქულენოვან ხალხთა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ისახავდა მიზნად ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული თურქეთის რესპუბლიკის ჰეგემონიით.

სწორედ თურქულენოვან ეთნოსთა ჩრდილოეთ კავკასიის, შუა აზიისა და ციმბირის მიმართულებით გაერთიანების შექმნის საქმეში თურქეთისთვის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნეოდა სამხრეთ კავკასიაში ორი ქრისტიანული სახელმწიფოს, საქართველოსა და სომხეთის არსებობა.
თურქი ხალხების ენების, ისტორიის, კულტურების შესწავლითაა დაკავებული სამეცნიერო დარგი, რომელსაც თურქოლოგია ეწოდება.

საქართველოში თურქულ ენათაგან ძირითადად თურქულ ენასა და ლიტერატურას შეისწავლიან, თუმცა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, როგორც მეორად ენას, უზბეკურ ენასაც შეისწავლიან.

წარსულიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულენოვანი ხალხები ისტორიულად 3 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ დღევანდელი ჩრდილოეთი ჩინეთის ტერიტორიაზე. მაშინდელი თურქები ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდნენ, ხოლო იქ, სადაც მიწათმოქმედება შეუძლებელი იყო, მესაქონლეობით ირჩენდნენ თავს.

პირველი თურქულენოვანი სახელმწიფო გაერთიანება ჰუნნუ (საუკუნიდანაა ცნობილი, ევროპაში ჰუნების სახელით იყო ცნობილი). პირველი ათასწლეულის განმავლობაში თურქულენოვანი ხალხები ფართოდ დასახლდნენ ევრაზიის დიდ ნაწილში, შუა აზიაში ისინი ირანულ ეთნოსებს შეერწყნენ. სირდარიასა და ჩუს შორის წარმოიქმნა თურქესტანი. რუსეთის მიერ ამ მიწების ოკუპაციის შემდეგ ეს სახელი ლამის მთელ შუა აზიას ეწოდებოდა. ჩვ.წ. I ათასწლეულში თურქულმა ტომებმა სამხრეთ კავკასიაშიც შეაღწიეს (აზერბაიჯანელები), ისინი დასახლდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზის მიმდებარე ტერიტორიებზეც (სელჯუკები, ოსმალები), ასევე აღმოსავლეთი ციმბირის ტერიტორიაზე (იაკუტები, დოლგანები).

ძველი თურქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულენოვანი ხალხები დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულენოვან ხალხთა დასახლების ადგილები დღეს.

თურქულენოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულენოვანი ავტონომიები და ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულენოვანი ხალხები, რომელთაც არ აქვთ თავისი ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ყარაიმები — თურქულენოვანი ეთნოსი, რომელიც ყარაიზმის მიმდევარია.
  2. ყირიმჩაკები — ყირიმის თურქულენოვანი ებრაელები.