პანთურქიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები და ავტონომიური ქვედანაყოფები, სადაც თურქულ ენას ოფიციალური სტატუსი აქვს

პანთურქიზმი (პანთურანიზმი) არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა თურქი ხალხის კულტურულსა და პოლიტიკურ კონსოლიდაციას ერთი, საერთო სახელმწიფოს, ან კონფედერაციის შიგნით. ერთიანი თურქული სახელმწიფოს, ან კონფედერაციის ტერიტორია კი, პანთურქიზმის იდეების მიმდევართა წარმოდგენით უნდა გადაიშლებოდეს ერთი მხრივ ბალკანეთიდან ვიდრე ყირიმამდე, ხოლო მეორე მხრივ კი აღმოსავლეთ ციმბირიდან ვიდრე დასავლეთ ჩინეთამდე, ანუ ამ თურქულმა სახელმწიფომ უნდა მოიცვას მთელი თურქულენოვანი ხალხები მათი განსახლების სივრცეებითურთ.

პანთურქიზმი და პანთურანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანთურქიზმი და პანთურანიზმი ცნებობრივად ხშირად გაიგივებულია ერთმანეთთან. ეთნიკური და ენობრივი განსხვავებების მიუხედავად თურანულ და თურქულ ენებს (შესაბამისად ხალხებს) ე.წ. „მოძმეებსა“ და „ნათესავებს“ მიათვლიან. შესაბამისი დარგების სპეციალისტები ამ თეზას არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევენ.

მოძრაობის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასასრულს რუსეთის თათრობაში გაიღვიძა ეროვნულმა ცნობიერებამ. მათ აღმოაჩინეს საერთოობა თურქულენოვან ხალხებთან. 1839 წელს დაარსდა „თურანული საზოგადოება“ (თურქულად: Tûran cemiyeti, თათრულად: Turan cämğiäte), რომელსაც ეს სახელი შუა აზიის მდებარე თურანის დაბლობის მიხედვით ეწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გეოგრაფიული სივრცის სახელწოდება ერთ-ერთი ირანული ენიდან უნდა შემოსულიყო და დამკვიდრებულიყო თურქულ ენებში.

პანთურქიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ყირიმელმა თათარმა, ისმაილ გასპარლიმ მოკლედ ასე ჩამოაყალიბა პანთურქიზმის მოძრაობის დევიზი: „ერთობა ენაში, აზროვნებასა და ქმედებაში“. (შდრ. თათრულად: „Teldä, fikerdä, eştä berlek“ და თურქულად: „Dilde, fikirde, işte birlik“)

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა თურქების რევოლუციის (1908) შემდეგ, განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) წინ პანთურქიზმი წამყვანი იდეოლოგიური პლატფორმა გახდა. პანისლამიზთან ერთად ცდილობდა ოსმალეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაეთრია.

პანთურქისტთა მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურანული საზოგადოების წევრთა განცხადებების თანახმად მათი მთავარი მიზანი ე.წ. „თურანული წარმოშობის“ ნიშნით გაერთიანებული ხალხების ერთი სახელმწიფოს ქვეშ გაერთიანება იყო. თურანული სახელმწიფოს სავარაუდო საზღვრებში კი ისინი ხედავდნენ სივრცეს ბალკანეთიდან დაწყებული ანატოლიის ჩათვლით ვიდრე ციმბირამდე და დღევანდელ ჩინეთამდე. თურქულენოვან ხალხთაგან შემდგარი „თურანის იმპერიის“ შექმნის ოცნებას დაერქვა „თურანიზმი“, ანუ თურქულად: Turancılık, ხოლო თათრულად: Turançılıq)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dabag, Mihran: Jungtürkische Visionen und der Völkermord an den Armeniern, წიგნში: Dabag/Platt: Genozid und Moderne (ტომი 1), Opladen 1998. ISBN 3-8100-1822-8.
  • Landau, Jacob M.: Pan-Turkism: From Irredentism to Cooperation. Hurst, London 1995, ISBN 1-85065-269-4.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]