მლაშე ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასპიის ზღვა — მსოფლიოში უდიდესი ტბა

მლაშე ტბა — ზოგადად ყველა წყალსატევი, რომლის წყალს მლაშე გემო აქვს (მინერალიზაცია 1გ/კგ და მეტი) და ამის გამო სასმელად უვარგისია. ქიმიური შემადგენლობით მლაშე ტბები იყოფიან კარბონატულ (სოდიან), სულფატურ (მწკლარტე-მლაშე) და ქლორიან (მლაშე) ტბებად.

უმეტესწილად მლაშე ტბები გაუდინარი წყალსატევებია, რომლებიც გვალვიანი ჰავის პირობებში იცის. ტბებში შეიძლება მტკნარი წყლები ჩაედინებოდეს, თუმცა წყლის აორთქლებასთან ერთად ჩატანილი მინერალური ნივთიერებები ილექება. ტბის დონე დროისა და ბუნებრივი პირობების ზემოქმედებით შესამჩნევად იცვლება. წყლის დონის დაწევისას სიმლაშე იზრდება, აწევისას კი —მცირდება.

განსაკუთრებით გამოსაყოფია ტბები ვულკანურ კრატერებში.

დედამიწაზე ყველაზე დიდი ტბა კასპიის ზღვაა.

ტბა ბალჰაში თავის მხრივ უნიკალურია: მისი ნაწილი მტკნარ წყალს შეიცავს, ნაწილი კი — მლაშეს.