ვახტანგ გორგასლის ორდენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ გორგასლის ორდენი
GEO Vakhtang Gorgasal Order 1rank BAR.svg
I ხარისხი
I ხარისხი
GEO Vakhtang Gorgasal Order 2rank BAR.svg
II ხარისხი
II ხარისხი
GEO Vakhtang Gorgasal Order 3rank BAR.svg
III ხარისხი
III ხარისხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტიპი ორდენი
სტატუსი გაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი 24 დეკემბერი, 1992
რიგითობა
მაღალი ჯილდო ოქროს საწმისის ორდენი
დაბალი ჯილდო ღირსების ორდენი

ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება ასეთი თანამიმდევრობით:

  • III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.
  • II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
  • I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

[რედაქტირება] წყარო

  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის კანონი. თბილისი, 1992 წლის 24 დეკემბერი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების — ორდენებისა და მედლების დებულება.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე