არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმან ჟან დიუ პლესი, გრაფი დე რიშელიე
Armand-Jean du Plessis, duc de Richelieu

არმან ჟან დიუ პლესი, გრაფი დე რიშელიე
ლუდოვიკოს მთავარი მინისტრი
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი 1585
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაცვალების თარიღი 4 დეკემბერი 1642
გარდაცვალების ადგილი პარიზი
კარდინალი რიშელიე

არმან ჟან დიუ პლეს რიშელიე (დ. 5 სექტემბერი, 1585, პარიზი — გ. 4 დეკემბერი, 1642, იქვე) – საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი (1622), „საფრანგეთის ნავიგაციისა და კომერციის დიდოსტატი და გენერალური სიურინტენდანტი“ (1626). ჰერცოგი და პერი (1631). 1624 წლის აგვისტოდან სამეფო საბჭოს მეთაური და საფრანგეთის მმართველი. საფრანგეთი გადააქცია ერთიან, ცენტრალიზებულ და დიდებულ სახელმწიფოდ.

ადრეული წლები[რედაქტირება]

რიშელიე დაიბადა ქალაქ პარიზიში ღარიბ, მაგრამ თავადთა ოჯახში 1585 წლის 9 სექტემბერს. მას ამზადებდნენ საღმრთო სამსახურისთვის და 21 წლის ასაკში იგი გახდა ეპისკოპოსი. მისმა მჭევრმეტყველებამ მიიპყრო დედოფალ-რეგენტის მარია მედიჩის ყურადღება. მან მიიწვია რიშელიე სასახლეში და 1622 წელს მისი შვილის – ლუდოვიკო XIII-ის სრულწლოვანებისას კარდინალობა უბოძა. რიშელიე 1624 წელს გახდა მეფის მთავარი მრჩეველი. ლუდოვიკო ნადირობასა და მუსიკას უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე სახელმწიფო საქმეებში. მეფემ დაინახა მისი შესაძლებლობები და მისცა მას თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება.

როდესაც რიშელიე მრჩეველი გახდა მან მეფეს შეჰფიცა:

ვიკიციტატა
„გამოივიყენებ მთელ ჩემს შესაძლებლობებსა და ავტორიტეტს, რომელსაც თქვენ მიბოძებთ, რათა დავამხო ჰუგენოტთა პარტია, შევამცირო თავადების სიამაყე და გავზარდო თქვენი და საფრანგეთის ცნობილება გარეშე ერებში იმ წერტილამდე, რომელზეც ის უნდა იყოს“

რიშელიეს პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება]

ბრძოლა ჰუგენტთა წინააღმდეგ[რედაქტირება]

რიშელიე ლა როშელში

1627 წ. რიშელიეს მეთაურობით სამხედრო ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ლა-როშელის, ჰუგენოტების მთავარ სიმაგრეს. მან ააგო 1 მილის ( 1, 6 კმ) სიგრძის ბარიერი, რათა განეშორა ისინი ზღვისგან. 1 წლის ალყის შემდეგ მშიერი ქალაქი მას დანებდა. ამ დამარცხებამ ჰუგენოტთა პოლიტიკური ძალაუფლება დაასრულა, მაგრამ რიშელიემ დაუტოვა მრწამსის უფლება და სამოქალაქო უფლებები.

ბრძოლა თავადობის წინააღმდეგ[რედაქტირება]

უფრო რთული იყო თავადობის დამორჩილება, თუმცა საფრანგეთში უამრავი ციხესიმაგრის დანგრევა გვიჩვენებს თუ როგორ მეთოდურად და შეუბრალებლად ზღუდავდა რიშელიე თავადების ძალაუფლებას. მან გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ციხესიმაგრე, რომელიც არ იყო საჭირო სამეფოს დასაცავად, უნდა დანგრეულიყო ან დემონტირებულიყო. მან აგრეთვე დანიშნა სამეფო ოფიცრები, რათა თვალყური ედევნებინათ პროვინციიების მმართველებისადმი და მეფის კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ ისინი.

30 წლიან ომში ჩართვა[რედაქტირება]

მესამე გეგმის შესრულების შესაძლებლობა მაშინ გახდა, როდესაც რელიგიურმა და პოლიტიკურმა ომებმა გერმანია გახლიჩეს. მიუხედავად იმისა, რომ რიშელიე ერთგულ კათოლიკედ რჩებოდა მან გამოიყენა ეს ომი რათა საფრანგეთი უზარმაზარ ძალად ექცია გერმანელი პროტესტანტების დახმარებით ესპანეთისა და საღვთო რომის იმპერატორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავიდან იგი ფინანსურად ეხმარებოდა პროტესტანტთა შვედ ლიდერს გუსტავ ადოლფს. შემდეგ მან საფრანგეთი კონფლიქტში ჩართო. მშვიდობის დამყარების დროს 1648 წელს საფრანგეთი იყო ერთ-ერთი უძლიერესი ძალა ევროპაში. მან დაუმატა თავის დომინიონს ელზასის ტერიტორია.

რიშელიეს გარდაცვალება[რედაქტირება]

კარდინალი რიშელიე ვერ მოესწრო ოცდაათწლიანი ომის დასასრულს. იგი გარდაიცვალა პარიზში, 1642 წლის 4 დეკემბერს. რიშელიე იყო ყველაზე არაპოპულარული ადამიანი ქვეყანაში. დამცირებული თავადები და გლეხები ანთებდნენ კოცონებს, რათა აღენიშნათ ტირანული კონტროლისგან გათავისუფლება. მოგვიანებით საფრანგეთმა დააფასა რიშელიე.

რიშელიემ აგრეთვე დაიკავა ადგილი საფრანგეთის ლიტერატურულ მატიანეშიც, იგი ზრდიდა თავისი დროის უდიდეს მწერლებს და 1635 წელს დააფუძნა გამოჩენილი საფრანგეთის აკადემია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, თბ. 2009 წ. გვ. 254-255
  • Черкасов П. П. Кардинал Ришелье. Портрет государственного деятеля. — М.: Олма-пресс, 2002. — ISBN 5224003766.
  • Черкасов П. П. Кардинал Ришелье — М.: Междунар. отношения, 1990. — 384 с — (ISBN 5-7133-0206-7.
  • Франсуа Блюш. Ришелье. Серия «ЖЗЛ». — М.: Молодая гвардия, 2006. — ISBN 5-235-02904-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]