ჯულიო მაზარინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯულიო მაზარინი

მაძარინი, ჯულიო რაიმონდო (იტალ. Jiulio raimondo Mazarini (Mazzarino), ფრანგ. Jules Mazarin; დ. 14 ივლისი 1602; პეშინა, იტალია – გ. 9 მარტი 1661; ვინსენე, საფრანგეთი) - საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე. კარდინალი. იტალიელი აზნაურის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მსახურობდა პაპის ჯარში. 1630 წლიდან დიპლომატიურ სამსახურში იყო რომის პაპთან. პარიზში პაპის ნუნციად ყოფნისას (1634-1636) მაზარინიმ, რომელიც არაჩვეულებრივი დიპლომატიური მონაცემებით გამოირჩეოდა, კარდინალ რიშელიეს ყურადღება მიიპყრო და მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.

1640 წელს გადავიდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში. რიშელიეს სიკვდილის შემდეგ (მისი რჩევით) 1643 წელს ანა ავსტრიელმა მაზარინი (რომელთანაც შემდეგ საიდუმლოდ იქორწინა) საფრანგეთის პირველ მინისტრად დანიშნა. კარდინალი საკმაოდ რთულ ვითარებაში განაგრძობდა ფრანგული აბსოლუტიზმის განმტკიცების პოლიტიკას.

1643 წელს ჩაახშო ფეოდალური არისტოკრატიის შეთქმულება.

დახვეწილი დიპლომატიის მეშვეობით მაზარინიმ დიდ წარმატებებს მიაღწია საგარეო პოლიტიკაში ("ვესტფალიის ზავი" 1648 წ., საზავო, სავაჭრო ხელშეკრულებები (1655) და სამხედრო კავშირი (1657) ინგლისთან, "პირენეს ზავი" 1659 წ. და სხვ.), რითაც განამტკიცა საფრანგეთის ჰეგემონია ევროპაში.

ოჯახური კავშირები[რედაქტირება]

MazzariniFamily.jpg


ოლიმპია მანჩინი, გრაფინია დე სუასონი იყო სახელგანთქმული მხედართმთავრის პრინც ევგენი სავოიელის დედა.