კარიბის კრიზისი
| კარიბის კრიზისი | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ცივი ომი ნაწილი | |||||||
საბჭოთა ბირთვულ ცობინიანი რაკეტა |
|||||||
|
|||||||
| მხარეები | |||||||
| მეთაურები | |||||||
| დანაკარგები | |||||||
| 1 საფრენი აპარატ (ჩამოგდებული) 1 საფრენი აპარატ (დაზიანებული) 1 მფრინავი მოკლული |
|||||||
კარიბის კრიზისი (ასევე კუბის კრიზისი, კუბის ქობინთა კრიზისი) 1962 წლის ოქტომბერში იყო აშშ-სა და სსრკ-ს კონფრონტაციის (ცივი ომი) პიკი და ამავე დროს, გარდატეხის წერტილი. ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როცა ორი ზესახელმწიფო - აშშ და სსრკ - ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს ყოფილა.
სექციების სია |
[რედაქტირება] წინაისტორია
1959 წელს აშშ-მა იტალიაში 30 და თურქეთში 15 ატომური რაკეტა განათავსა, რომელთა სავარაუდო მიზანი სსრკ-ის სამხრეთი ნაწილი იყო. 1962 წლის აპრილში თურქეთში განლაგებული ამერიკული “თორის” და “იუპიტერის” სისტემის რაკეტები საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. სსრკ-მა ეს ქმედება მისი უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ აქციად შეაფასა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
1962 წლის მაისში სსრკ-მა დაიწყო ოპერაცია “ანადირის” განხორციელება. ამ გასაიდუმლოებული აქციის მიხედვით წითელმა არმიამ დაიწყო კუბაზე ატომური რაკეტების სტაციონიერება და 40.000 მებრძოლის გადასხმა. მიზეზად დასახელებულ იქნა აშშ-ის მხრიდან კუბის სავარაუდო ინტერვენცია. ნამდვილი მიზეზი კი იმ სტრატეგიული წონასწორობის აღდგენა იყო, რომელიც აშშ-მა დაარღვია იტალიასა და თურქეთში რაკეტების განლაგებით.
1962 წლის აგვისტოში სი-აი-ეი-ის აგენტებმა და მზვერავი თვითმფრინავის ლოკჰიდ უ-2-ის საშუალებით აღმოაჩინეს საბჭოური რაკეტების სასტარტო ნაგებობები კუბაზე (პროვინცია პინარ დელ რიო). თავდაპირველად აშშ კუბაზე რაკეტების არსებობის ფაქტს არ უშვებდა და ამიტომაც ამ აღმოჩენას მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლია.
[რედაქტირება] კრიზისი 1962 წლის ოქტომბერში
[რედაქტირება] კვირა, 14 ოქტომბერი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ „სი-აი-ეის“ ნება დართო საიდუმლო საჰაერო ფოტოგადარებები ეწარმოებინა მზვერავ თვითმფრინავ „ლოკჰიდ უ-2“-ის გამოყენებით.
[რედაქტირება] ორშაბათი, 15 ოქტომბერი
ფოტოგადაღებებმა დაადასტურეს კუბაზე საბჭოთა ატომური რაკეტების არსებობა. გაირკვა რომ რაკეტები „სს-4“ ტიპის საშუალო დიაპაზონის რაკეტები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ ვაშინგტონამდე მიღწევა.
[რედაქტირება] სამშაბათი, 16 ოქტომბერი
პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების დარგში მაკჯორჯი ბანდმა კენედი არსებული ვითარების კურსში ჩააყენა. ამ უკანასკნელმა იმავე დღეს მოიწვია ე.წ. ექსკომი, რომელზეც განხილულ იქნა კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა გზები. მათ შორის: რაკეტების სტაციონირების მიღება-ნებართვა, დიპლომატიური მოლაპარაკების გზით საერთო ენის გამონახვა სსრკ-სთან, კუბის საზღვაო ბლოკადა, საჰაერო თავდასხმა და ინტერვენცია. მოლაპარაკების შედეგი ფართო საზოგადოებისათვის (და სსრკ-სათვისაც) საიდუმლოდ იქნა შენახული.
[რედაქტირება] ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი
მომდევნო ფოტოგადაღებებმა დაადასტურეს კუბაზე მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 32 რაკეტის („სს-4“ და „სს-5“) არსებობა, რომელთა ფრენის რადიუსი მაქსიმუმ 4.500 კმ იყო. ამ რაკეტებს შეეძლოთ ამერიკის ყველა უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ცენტრების და ვაშინგტონის დაბომბვა. თავდასხმის შემთხვევაში ამერიკელებს რეაქციისათვის მხოლოდ 5 წუთი ჰქონდათ.
გარდა ამისა კუბაზე სსრკ-მა განათავსა “ილ-28“ ტიპის ბომბდამშენი თვითმფრინავები.
[რედაქტირება] ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი
სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო პრეზიდენტ კენედის შეხვდა. ამ შეხვედრაზე მან უარყო კუბაზე საბჭოთა ატომური რაკეტების არსებობის ფაქტი და მოითხოვა დას. ბერლინის დემილიტარიზაცია. ამ მოთხოვნის მიხედვით აშშ-მა და მისმა დასავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა დაასკვნეს (როგორც შემდგომში გაირკვა ეს მოსაზრება მცდარი იყო), რომ კუბაზე რაკეტების განლაგებით სსრკ-ს სხვა არაფერი სურდა თუ არა ბერლინის გარშემო მიმდინარე დიპლომატიურ ომში უკეთესი პოზიციის დაკავება.
[რედაქტირება] პარასკევი, 19 ოქტომბერი
მიუხედავად კენედის ზოგიერთი მრჩევლის პროტესტისა, რომლებიც კუბაში შეჭრას ითხოვდნენ, პრეზიდენტმა და ექსკომმა მიიღეს მხოლოდ კუბის საზღვაო ბლოკადაში მოქცევის გადაწყვეტილება.
[რედაქტირება] კვირა, 21 ოქტომბერი
აშშ-ს მიერ არსებული საერთაშორისო პოლიტიკური კრიზის შესახებ გაფრთხილებულ იქნენ შემდეგი ქვეყნები: კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გფრ. კენედიმ მოიწვია ამერიკის უმსხვილესი გაზეთების შეფები და მათ მასმედიაში ინფორმაციის გავრცელების ნება დართო.
[რედაქტირება] ორშაბათი, 22 ოქტომბერი
კრიზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე:
- აშშ-ის შეიარაღებული ძალები გადაყვანილ იქნენ „თავდაცვით მდგომარეობა II“-ზე (ინგლ.: Defense Condition II).
- დამატებითი ცოცხალი ძალა გადასროლილ იქნა ფლორიდაზე მოსალოდნელ ინტერვენციაში მონაწილეობის მისაღებად.
- კუბის ირგვლივ მობილიზირებული იქნა უს-ნეივი-ს 200-მდე საბრძოლო გემი.
- პრეზიდენტმა კენედიმ ტელევიზიის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია 24 ოქტომბრისთვის ბლოკადის დაწყებასთან დაკავშირებით. ამასთანავე მან მოუწოდა ხრუშჩოვს გაეტანა კუბადან ატომური რაკეტები და თავდასხმის შემთხვევაში სსრ კავშირს საპასუხო ატომური დარტყმებით დაემუქრა.
- კრემლი შიშობდა კრიზისის ყველაზე საშინელ ფინალს – აშშ-ის ინტერვენციას კუბაზე.
[რედაქტირება] სამშაბათი, 23 ოქტომბერი
ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ ის კუბის საზღვაო ბლოკადას აქცეპტირებას არ უკეთებდა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- კარიბის კრიზისი. Topics. History (2011).
- კარიბის კრიზისი. Nuclear Weapons History: Cold War. Nuclear Age Peace Foundation.
- კრიზისი &results=10 Cuban Missile Crisis Bibliography. Alsos Digital Library for Nuclear Issues.
- 1962 წლის ოქტომბერი: DEFCON 4, DEFCON 3
- Spartacus Educational(UK): კარიბის კრიზისი
- რა არ იცოდა პრეზიდენტმა
- კარიბის კრიზისი: ქრონოლოგია
- No Time to Talk: კარიბის კრიზისი