ფანტაზია (ფილმი)
| ფანტაზია | |
|---|---|
| პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
| მთხრობელი | დიმზ ტეილორი |
| სტუდია | Walt Disney Productions |
| დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures |
| პრემიერა | 13 ნოემბერი, 1940 |
| ხანგრძლივობა | 125 წთ. |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | 2,280,000 $ |
| შემოსავალი | 76,408,097 $ |
| შემდეგი: | ფანტაზია 2000 |
| IMDb პროფილი | |
„ფანტაზია“ (ინგლ. Fantasia) — უოლტ დისნეის 1940 წლის მუსიკალური ანიმაციური ფილმი. იგი შედგება ცხრა დამოუკიდებელი ანიმაციური ჩანახატისგან, რომლის მუსიკალურ თანხლებასაც ასრულებს ფილადელფიის ორკესტრი ლეოპოლდ სტოკოვსკის ხელმძღვანელობით. ყოველი ამ ცხრა ნაწილისგან შესრულებულია საკუთარ სტილისტიკაში და დამოუკიდებელია სიუჟეტურად, ხოლო მათი მაკავშირებელია სტოკოვსკის კომენტარები და ორკესტრის რეპეტიცია.
„ფანტაზია“ ითვლება უოლტ დისნეის ერთ-ერთ თამამ ექსპერიმენტად. მულტფილმში პირველად იქნა გამოყენებული სტერეოფონული ჟღერადობა, ხოლო ფილმის სტილი აბსტრაქციონიზმისა და ავანგარდის ზღვარზე მერყეობს.
ფილმის ყველაზე ცნობილი სეგმენტია „ჯადოქრის შეგირდი“. მიკი მაუსის ირონიული სახე შემდგომში ხშირად გამოიყენებოდა უოლტ დისნეის ფილმში, ხოლო ჯადოქრის თავსაბურავი იქცა სტუდიის Disney-MGM ლოგოტიპად.
მუსიკა [რედაქტირება]
ფილმში შემდეგი თანმიმდევრობით ჟღერს:
- იოჰან ბახი — ტოკატა და ფუგა რე მინორი
- პეტრე ჩაიკოვსკი — სუიტა ”მაკნატუნადან”
- პოლ დუკა — ჯადოქრის შეგირდი
- იგორ სტრავინსკი — გაზაფხულის რიტუალი
- ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი — პასტორალური სიმფონია
- ამილკარე პონკიელი — საათის ცეკვა ოპერიდან ’’ჯოკონდა’’
- მოდესტ მუსორგსკი — ნაწყვეტი ციკლიდან ’’სურათები გამოფენიდან’’
- ფრანც შუბერტი — ავე მარია
- კლოდ დებიუსი - მთვარის ნათება (არ არის შეტანილი ფილმში)
ფაქტები [რედაქტირება]
- მიუხედავად დადებითი კრიტიკისა, ფილმი წარუმატებელი იყო, ამიტომაც მისი გაგრძელება არ გადაღებულა. მხოლოდ 1999 წელს გამოვიდა ფილმი „ფანტაზია 2000“.
- დისნეი და ფილმის რეჟისორი სცენარზე მუშაობდნენ ასე: გრამოფონით ისმენდნენ სხვადასხვა მუსიკალურ ფრაგმენტს და ქაღალდზე იწერდნენ საკუთარ ასოციაციებს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||