პითაგორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პითაგორას ბიუსტი კაპიტოლიუმის მუზეუმში, რომი.

პითაგორა (ძვ. ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος; დ. ~ძვ. წ. 580ძვ. წ. 500) — ძველი ბერძენი, იონიელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია „პითაგორას თეორემით“, რომელიც მის სახელს ატარებს.

ცნობილს, როგორც „რიცხვთა მამა“, პითაგორას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიურსა და რელიგიურ სწავლებაში ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ლეგენდებისა და გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული და ამგვარად რთულია დარწმუნებით მასზე ზუსტი ინფორმაციის მოყვანა. პითაგორასა და მის მოწაფეებს სწამდათ, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მათემატიკასთან და ასევე მიიჩნევდნენ, რომ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია ციკლთა რითმულობის გასაზღვრით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პითაგორა დაიბადა სამოსში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. მამამისი მნესარხი მოხსენიებულია, როგორც სამოსში მცხოვრები, მაგრამ ბევრი ვერსია მიუთითებს, რომ პითაგორა დაიბადა ფინიკიაში ან სიდონში. ითვლება, რომ მნესარხი არის ფინიკიელი, რომელმაც მიიღო სამოსის მოქალაქეობა, ან პირიქით - ბერძენ ვაჭრად, რომელიც ცოლ პიფაიდასთან ერთად გადავიდა ფინიკიაში, სადაც გახდა მამა. სახელი მან მიიღო მის შემდეგ, რაც დელფიის წინასწარმეტყველმა პითეა იწინასწარმეტყველა მისი დაბადება (პითაგორა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს "ის ვიზეც იწინასწარმეტყველა პითეამ")

ასევე არსებობს ნაკლებად ცნობილი პითაგორას დაბადების სამი ვერსია: ის არის ტირელი (ანუ ეტრუსკი) ან ქალაქ ფლიუნტა და მეტაპონტას მაცხოვრებელი. ასევე არსებობდა ძველი მწერლების ვერსია, რომლებიც ამბობდნენ, რომ პითაგორა იყო ღმერთ აპოლონის შვილი.

ყველა ეს ვერსია ჩვენამდე მოვიდა მწერლებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ პითაგორას სიკვდილიდან 600-700 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მწერლების უმეტესობა ეყრდნობა უფრო ძველი მწერლების ვერსიებს, პითაგორას თანამედროვეებზე ინფორმაცია არ არის.

შრომები[რედაქტირება]

პითაგორას დიდი წვლილი მიუძღვის მათემათიკის და ასევე მუსიკის განვითარებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]