ვანესა მეი
| ვანესა მეი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | ვანესა მეი ვანაკორნი | |
| დაიბადა | 27 ოქტომბერი, 1978 | |
| წარმოშობის ადგილი | სინგაპური | |
| ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა | |
| საქმიანობა | მუსიკოსი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვიოლინო | |
| აქტიური | 1990-დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Sony Classical/SME Records Virgin/EMI Records EMI Classics |
|
| საიტი | vanessa-mae.com | |
ვანესა მეი (ინგლ. Vanessa-Mae Vanakorn Nicholson; ჩინ. 陳美, Chén Měi; დ. 27 ოქტომბერი, 1978) — ცნობილი ბრიტანელი ვირტუოზი მევიოლინე და კომპოზიტორი, რომელიც ძირითადად ცნობილია ვიოლინოს ტექნო-აკუსტიკური შერწყმით, კლასიკური მუსიკის შესრულებით. ვანესა მეი დაიბადა სინგაპურში, მამამისის ეროვნებით ჩინელის და დედამისის ტაი წარმოშობის ოჯახში. ვანესა მეი 4 წლისა იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, დედამისი ცოლად გაჰყვა ბრიტანელ ადვოკატს გრემ ნიკოლსონს და ოჯახი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.
ვანესა ქალაქ ლონდონში გაიზარდა, აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლიდან დაიწყო, ხოლო ვიოლინოზე 5 წლიდან უკრავს.[1] 8 წლიდან ლონდონში ესწრებოდა ფრენსის ჰოლანდის სკოლას, 11 წლისას ჩააბარა სამეფო მუსიკის კოლეჯში. 2006 წელს პირველად მოინახულა შვეიცარიის კურორტი ცერმატი. შემდეგ წლებში იგი რეგულარულად სტუმრობდა ამ ადგილს, ხოლო 2009 წელს ცერმატში სახლი იყიდა.[2] 2011 წელს იმყოფებოდა ჩეჩნეთში, სადაც აღინიშნებოდა რამზარ კადიროვის დაბადების დღე. მეიმ შეასრულა წელიწადის დრონის ერთ-ერთი ნაწყვეტი,[3] რისთვისაც გავრცელებული ინფორმაციით გადაეცა 500,000 დოლარი.[4]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- ვანესა მეი საიტზე Allmusic
- ვანესა მეი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ვანესა მეი საიტზე Discogs
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Contemporary Musicians: Vanessa-Mae. enotes. წაკითხვის თარიღი: 14 October 2011.
- ↑ Anthon, Kaye (29 July 2010). Ski statt Geige (German). Blick. წაკითხვის თარიღი: 14 October 2011.
- ↑ Malpas, Anna (7 October 2011). In the Spotlight. The Moscow Times. წაკითხვის თარიღი: 26 October 26 2011.
- ↑ “Hollywood stars fly in on Chechen leader's birthday“, BBC, 7 October 2011. წაკითხვის თარიღი: 14 October 2011.