არამ ხაჩატურიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არამ ხაჩატურიანი

არამ ხაჩატურიანი (სომხ. Արամ Խաչատրյան; დ. 6 ივნისი, 1903, თბილისი ― გ. 1 მაისი, 1978, მოსკოვი, დაკრძალულია ერევანში) — სომეხი წარმოშობის კლასიკური მუსიკის კომპოზოტორი, დირიჟორი, პედაგოგი. სერგეი პროკოფიევთან და დიმიტრი შოსტაკოვიჩთან ერთად მიიჩნევა საბჭოთა მუსიკის ერთ-ერთ „ტიტანად“ მოიხსენიება[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ტიფლისში (ამჟ. თბილისი), იმ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილში, ხელმოკლე სომეხეთა ოჯახში (მის ნამუშევრებში ძლიერია სომხური ფოლკლორის გავლენა).

ახალგაზრდობაში აღტაცემაში მოჰყავდა მუსიკას რომელიც მის ირგვლივ ესმოდა, თუმცა თავდაპირველად მას მუსიკა ან მისი კითხვა არ შეუსწავლია. 1921 წელს ის მოსკოვში მოგზაურობს მარტოდმარტო მუსიკის შესწავლის დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მუსიკალური განათლება არ გააჩნდა და ერთი სიტყვა რუსული არ ესმოდა. თუმცა ისეთი მუსიკალური ტალანტი გამოამჟღავნა, რომ გნესინისი ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც ჩელოს სწავლობდა მიხაილ გნესინის ზედამხედველობის ქვეშ და 1925 წელს კომპოზიციის კლასში რიცხავენ. 1929 წელს ის მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის, სადაც ნიკოლაი მიასკოვსკისთან სწავლობს. 1930-იანებში ის ნინა მაკაროვას ირთავს ცოლად, მიასკოვსკის კლასის თანაკურსელს. 1951 წელს ის გნესინის სახელმწიფო მუსიკალური და პედაგოგიური ინსტიტუტისა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ხდება. მას ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს კომპოზიტორთა კავშირში. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით მისი რამდენიმე ნაშრომი სასტიკად გაკიცხა ე.წ. „ფორმალიზმისთვის“ პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის მსგავსად. მიუხედავად ამისა, ეს სამი კომპოზიტორი საბჭოთა მუსიკის ე.წ. „ტიტანები“ გახდნენ, მსოფლიო-კლასის რეპუტაციითა და საუკუნის კომპოზიტორთა ტიტულის დამკვიდრებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Haskins, Ann. “Terpsichorean Titan“, 14 აგვისტო, 2008.