ღამე მოტიტვლებულ მთაზე (მუსორგსკი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუსორგსკი 1865 წელს

ღამე მოტიტვლებულ მთაზე (რუს. Ночь на лысой горе) არის მოდესტ მუსორგსკის ადრინდელი ნაწარმოები, რომლის ჩანაფიქრი დაიბადა 1860 წ., როდესაც კომპოზიტორი მუშაობდა მუსიკაზე მეგდენის დრამისათვის „კუდიანი“. შვიდი წლის შემდგომ მან ეს მუსიკა გადააკეთა 4 ეპიზოდისგან შემდგარ სიმფონიურ სურათად „ივანეს ღამე მოტიტვლებულ მთაზე“

  • 1. კუდიანთა თავშეყრა, მითქმა-მოთქმებითა და ჭორებით
  • 2. ტარტაროზის მატარებელი
  • 3. უწმინდური ტარტაროზის სადიდებელი
  • 4. შაბაში.

ნაწარმოების უკანასკნელი რედაქცია - ფანტაზია „ღამე მოტიტვლებულ მთაზე“ - ეკუთვნის კომპოზიტორ ნ. რიმსკი-კორსაკოვს, რომელმაც ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ (1886) მთლიანად თავიდან გააორკესტრა მუსორგსკის თხზულებიდან შერჩეული საუკეთესო მუსიკალური ეპიზოდები. სწორედ ამ სახით შესრულდა ნაწარმოები პირველად 1886 წლის 15 ოქტომბერს ქ. პეტერბურგში, ნ. რიმსკი-კორსაკოვის დირიჟორობით, და ამ სახით დამკვიდრდა სიმფონიურ ლიტერატურაში.



wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.