სან-ხოაკინი (კარაბობო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-ხოაკინის მუნიციპალიტეტი
Municipio San Joaquín
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სტატუსი მუნიციპალიტეტი
შედის კარაბობოს შტატში
ადმინისტრაციული ცენტრი სან-ხოაკინი
მოსახლეობა (2007) 60 953 კაცი
სიმჭიდროვე 479.9 კაცი/კმ²
ფართობი 127 კმ²
სან-ხოაკინის მუნიციპალიტეტი რუკაზე
სატელეფონო კოდი 0245
ოფიციალური საიტი

სან-ხოაკინი (ესპ. San Joaquín) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ვენესუელაში. 2001 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 47,920 კაცს. ფართობი 127 კმ². ჩრდილოეთით ესაზღვრება არაგუის შტატი, სამხრეთით მდებარეობს ვალენსიის ტბა, აღმოსავლეთით ესაზღვრება დიეგო-იბარას მუნიციპალიტეტი, ხოლო დასავლეთით გუაკარის მუნიციპალიტეტი. დედაქალაქი სან-ხოაკინი.

ჩრდილოეთით აღმართულია კორდილიერა-დე-ლა-კოსტას მთები, რომელიც სიმაღლეში აღწევს 550-1800 მ-ს. სამხრეთით გაშლილია დაბლობი ტერიტორიები (სიმაღლე 400-500 მ). მრავალფეროვანია ფაუნა. გვხვდება პეკარი, ირემი, ჯავშნოსანი და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]