ვალენსია (ტბა)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვალენსია.
ვალენსიის ტბა
ვალენსიის ტბა
ვალენსიის ტბა
კოორდინატები:

10°11′00″ ჩ. გ. 67°44′00″ დ. გ. / 

მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სიმაღლე ზღვის დონიდან 410 
სიგრძე 30 კმ
ფართობი 350 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 39 
საშუალო სიღრმე 18 

ვალენსიის ტბა მდებარეობა ვენესუელა

Blue pog.svg
ვალენსიის ტბა

ვალენსია (ესპ. Lago de Valencia) — ტბა ჩრდილოეთ ვენესუელაში. ქვეყნის მასშტაბით ვალენსიის ტბას ფართობით მხოლოდ მარაკაიაბოსა და გურის ტბების ჭარბობენ. უკავია არაგუის ხეობის ნაწილი, რომელიც მიკრულია კარიბის ანდებთან. ტერიტორიულად ვრცელდება კარაბობოსა და არაგუის შტატებს შორის. წყლის სარკე იმყოფება ზღვის დონიდან 410 მ სიმაღლეზე. ტბის სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია, ხოლო ფართობი — 350 კმ². მაქსიმალური სიღრმე 39 მ, საშუალო სიღრმე 18 მ.

ტბაში მდებარეობს საკმაოდ ბევრი მომცრო კუნძული, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. ტბა გაუდინარია, გეოლოგიურ წარსულში ტბის წყლის დონე იკლებდა, ქვაბულის გენეზისი ნასხლეტებთან და მდინარე ვალენსიის წყლის ჩაკეტვასთანაა დაკავშირებული. გარკვეულ გეოლოგიურ პერიოდებში ტბა მთლიანად დამშრალი იყო. 1976 წლიდან ტბის წყლის დონემ აიწია, რაც გამოწვეული იყო ახლომდებარე წყალგამყოფებიდან წყლის გადახრით. დღეისათვის ვალენსიის ტბა მის სანაპიროსთან განლაგებული ქალაქებისთვის (მარაკაი, ვალენსია) წყალსაცავის ფუნქციას ასრულებს.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე