გუაკარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
გუაკარა
Guacara
|
გუაკარა (ესპ. Guacara) — ქალაქი ვენესუელაში, კარაბობოს შტატში, გუაკარის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 438 მეტრზე, ვალენსიის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კარაკას-ვალენსიის ავტომაგისტრალზე, ვალენსიიდან 12 კმ-ში.
ქალაქი დაარსდა 1624 წელს სახელით — სან-აგუსტინოდე გუაკარა (San Agustín de Guacara), თუმცა მის ტერიტორიაზე უძველესი დასახლებები 4500 წლის წინანდელია. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 197 523 ადამიანს შეადგენს.[1] წარმოადგენს კარაბობოს შტატის სიდიდით მესამე ქალაქს მოსახლეობის მხრივ, ვალენსიისა და პუერტო-კაბელიოს შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ამ მაჩვენებლით ოცდამესამეა.