ჩინგიზ-ყაენი
ჩინგიზ-ყაენი, ჩინგის ყაენი, ჩინგისხანი, ასევე თემუჩინი (IPA: [ʧiŋgɪs χaːŋ], მონღ.: Чингис Хаан, ჩინ.: 成吉思汗 Chèngjísī Hàn, თურქ.: Chengez Khan); (*~1162 - 18 აგვისტო, 1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (ყაენი). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად
ჩინგისხანი(დაბადებით თემუჩინი) წარმატებული სამხედრო სტრატეგი იყო. მის მიერ შექმნილი მონღოლთა იმპერია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. მართალია, მის იმპერიას დიდი ხანი არ უარსებია (Екэ Монгол Улус, 1206-1368), მაგრამ ცხადია, ეს იმპერია თითქმის ნახევარ მსოფლიოს მოიცავდა, მისი ლიდერი კი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრატეგოსი იყო. ამაზე მეტყველებს მისი სამხედრო წარმატებები. ჩინგიზ-ყაენს უდიდესი წვლილი მიუძღვის მონღოლთა იმპერიის შექმნაში. იგი 1227 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მისი იმპერიის დაშლა(მონღოლთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1368 წელს).
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- მონღოლეთი
- მონღოლები
- მონღოლეთის აიმაკები
- მონღოლეთის იმპერია
- მონღოლების ბატონობა საქართველოში
- მონღოლების შემოსევები საქართველოში
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 124, თბ., 1987 წელი.