მერანი მარტვილი (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერანი მარტვილი
მერანი მარტვილის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი მერანი მარტვილი
დაარსდა 1955
სტადიონი ცენტრალური
მარტვილი, საქართველო
(ტევადობა: 2,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშაფრიდონ ინჯია
მწვრთნელი საქართველოს დროშაზურაბ იონანიძე
ლიგა უმაღლესი ლიგა
2013-14 მე-12 ადგილი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა

მერანისაფეხბურთო კლუბი ქალაქ მარტვილიდან. საშინაო მატჩებს ატარებს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 2 000 მაყურეველს იტევს. 2009-2010 წლების სეზონში დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლიგის გუნდი, მარტვილის "მერანი” გავიდა ნახევარფინალში.

ისტორია[რედაქტირება]

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი „სალხინოს“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მარტვილის რაიონში (ჭყონდიდის ეპარქიაში), რომელიც მდიდარია ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭეშმარიტი მამულიშვილებით და საფეხბურთო ტრადიციებით.

მარტვილში ფეხბურთის ისტორია იწყება 1955 წლიდან, როდესაც ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) „სალხინო“ ფეხბურთის განვითარებისათვის უაღესად ერთგული მამულიშვილის გიგლა სურმავას უდიდესი ძალისხმევით.

1955 წლიდან გეგეჭკორის „სალხინო“ ბრწყინვალედ გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში, 1960 წელს გადავიდა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში და წლების მანძილზე გამოდიოდა პირველ ჯგუფში, რომლის ძირითად საფეხბურთო ბირთვს შეადგენდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც იყვნენ სოხუმის „დინამო“, ზუგდიდის „დინამო“, ფოთის „კოლხეთი“, სენაკის „ეგრისი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“, ლანჩხუთის „გურია“, ოზურგეთის „მერცხალი“, ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „დინამო“, ტყიბულის „მეშახტე“, ჭიათურის „მაღაროელი“,ზესტაფონის „მეტალურგი“, გორის „დილა“, ახალციხის „მესხეთი“, ცხინვალის „სპარტაკი“, თელავის „ნადიკვარი“, თბილისის „სინათლე“, „სკა ისანი“, „ფიზკულტურის ინსტიტუტი“, და ის რომ გეგეჭკორის „სალხინო“ დამკვიდრდა მათთან ერთად იყო ბატონი გიგლა სურმავას და მწვრთნელის ქიშვარდ ჭილაიას უდიდესი დამსახურება.

1964 წელს საფეხბურთო კლუბი „სალხინო“ ჩაიბარა სპორტულმა საზოგადოება „კოლმეურნემ“, თავმჯდომარე გურამ ჭილაია, რომლის ხელმძღვანელობით „სალხინომ“ დიდ წარმატებას მიაღწია. 1972 წლამდე მწვრნელთა კორპუსს სათავეში ედგა მთავარი მწვრთნელი ბიჭიკო შალელაშვილი.

1968-1977 წლებში ბატონ გურამ ჭილაიას ინიციატივით და რაიონის თავკაცის ნოდარ ჩხოლარიას მხარდაჭერით მარტვილში აშენდა საფეხბურთო სტადიონი. ბატონი გურამ ჭილაია სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურაზე და ფეხბურთის განვითარებაზე. წლების განმავლობაში მას გვერდში ედგნენ 1972 წლიდან ზაურ ბართაია და დაზმირ ვახანია მთავარი მწვრთნელების სტატუსით. სწორედ ბატონი დაზმირ ვახანიას მწვრთნელობის პერიოდში „სალხინომ“ უდიდეს წარმატებას მიაღწია.

1977 წელს საქართველოს თასის ფინალისტი თბილისში

1974 წელი ა. ჟორდანიას სახელობის თასის მფლობელი.

1975 წელი მოლდავეთში ოქროს თავთავის თასზე მე-2 ადგილი

1976 წელი ერევანში ოქროს თავთავის თასზე მე-3 ადგილი

1978 წელი მარტვილში ოქროს თავთავის თასზე 1-ლი ადგილი.

1977 წელი თბილისი ა.ჟორდანიას თასის მფლობელი.

1981 წელს „სალხინოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა გივი კვესელავა, მწვრთნელი დემურ ჩხეტია, გუნდის უფროსი დაზმირ ვახანია.

1983 წელი ქ.ცხინვალი კოლმეურნეს თასის ფინალისტი.

1985 წელი თბილისი ა.ჟორდანიას თასის მფლობელი.

1986 წელი თბილისი საქართველოს თასის ფინალისტი.

1991 წლიდან ცნობილი მოვლენების გამო გეგეჭკორის „სალხინომ“ შეწყვიტა საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა.

1997 წელს მარტვილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ემილ გალდავას დიდი ძალისხმევით „სალხინო“ ჩაება საქართველოს ჩემპიონატში, მწვრთნელები მიხეილ ხელაია და გალაკტიონ ჭუბაბრია.

საფეხბურთო გუნდი „სალხინო“ აღიზარდნენ საერთაშორისო კლასის ფეხბურთელები: თბილისის „დინამოს“ საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრალური მცველი და გუნდის კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი, საკავშირო ჩემპიონატის მრავალგზის ბომბარდირი დევის დარჯანია, თბილისის „დინამოს“ და უცხოეთის წამყვან კლუბებში მოთამაშე ბადრი დანელია.

აღორძინება კი დაიწყო მაშინ, როდესაც მარტვილის ფეხბურთს სათავეში ჩაუდგნენ ბატონი ფრიდონ ინჯია და მისი შვილი ილია ინჯია, ეს იყო უდიდესი საფეხბურთო შემობრუნება რაიონში, როგორც ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანის და ფეხბურთის განვითარების მიმართულებით.

საფეხბურთო კლუბი „სალხინოს“ ბაზაზე ბატონი ფრიდონ ინჯიას, ნუგზარ მონიავას, დაზმირ ვახანიას, ემილ გალდავას მიერ დაფუძნებულ იქნა საფეხბურთო კლუბი „მერანი“, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში.[1]

სტადიონი[რედაქტირება]

მერანი საშინაო მატჩებს ატარებს მარტვილში, ცენტრალურ სტადიონზე. 2007 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ამჟამად ნორმალურ მდგომარეობაშია. ტრიბუნაზე ძველი ხის სკამების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი ინდივიდუალური სკამები, რის შემდეგაც ტევადობა 2 000 მაყურებლამდე გაიზარდა, ასევე დაიგო ახალი ბუნებრივი საფარი. 2011 წელს სტადიონზე კიდევ ერთხელ ჩატარდა რეკონტრუქცია. გამოიცვალა სკამები, გაიზარდა უსაფრთხოების დონე, გამოიცვალა მოედნის საფარი.

ტიტულები[რედაქტირება]

შემადგენლობა 2013/14[რედაქტირება]

2014 წლის 7 დეკემბრისთვის.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საქართველოს დროშა მეკარე ზურაბ მამალაძე
2 საქართველოს დროშა მცველი ლევან გეგეჭკორი
7 საქართველოს დროშა ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა
8 კამერუნის დროშა თავდამსხმელი ქრისტელ ბანება ნგამელი
10 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიგა ამბროლაძე
11 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ცოტნე ბუკია
12 საქართველოს დროშა მცველი ცოტნე მონიავა
16 საქართველოს დროშა მეკარე დავით ხარძეიშვილი
17 საქართველოს დროშა მცველი ბექა ჩხეტიანი
17 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლაშა კუჭუხიძე
18 საქართველოს დროშა მცველი გივი კარკუზაშვილი
19 საქართველოს დროშა მცველი კიჭი მელიავა
- საქართველოს დროშა მცველი თეიმურაზ ფარულავა
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი გაბისონია
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი ზვიად ლობჟანიძე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი გაგა გუგუნაშვილი
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი მელქაძე
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლაშა ღონღაძე
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი აკაკი შულაია
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი გელა ხუბუა
- საქართველოს დროშა თავდამსხმელი ბექა ზაქრაძე
- საქართველოს დროშა თავდამსხმელი შალვა კვანტალიანი
- ბრაზილიის დროშა თავდამსხმელი მარკოს დოს სანტოსი
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი ალექსი ბენაშვილი
საქართველოს დროშა ნახევარმცველი ვლადიმერ ჯოჯუა
- საქართველოს დროშა თავდამსხმელი გაგა ჩხეტიანი
- საქართველოს დროშა მეკარე გიორგი ბეგაშვილი
- საქართველოს დროშა მცველი გიორგი ტყეშელაშვილი

მწვრთნელები[რედაქტირება]

  • ზურაბ იონანიძე - მთავარი მწვრთნელი
  • გალაქტიონ ჭუბაბრია - დამხმარე მწვრთნელი
  • ბაგრატ ხელაია - დამხმარე მწვრთნელის თანაშემწე
  • მამუკა მდინარაძე - მეკარის მწვრთნელი[3]

კლუბის ხელმძღვანელობა[რედაქტირება]

კლუბის პერსონალი[რედაქტირება]

  • ევგენი მასხულია - ადმინისტრატორი
  • ვასო ჭიჭაღუა - ექიმ-მასაჟისტი
  • გიორგი ძიძიგური - მასაჟისტი
  • ჯუმბერ ხელაია - მძღოლი[5]

სეზონები[რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნები მწვრთნელი
2007-08 პირველი ლიგა 3 27 13 5 9 36 25 44
2008-09 პირველი ლიგა 3 30 18 6 6 45 24 60 1/4 ფინალი
2009-10 პირველი ლიგა 3 28 17 2 9 44 31 53 ნახევარფინალი
2010-11 პირველი ლიგა 2 32 22 7 3 60 15 73 1/16 ფინალი აღზევდა
2011-12 უმაღლესი ლიგა 8 28 6 3 19 31 55 21 1/4 ფინალი
2012-13 უმაღლესი ლიგა 8 32 10 4 18 31 51 34
2013-14 უმაღლესი ლიგა 12 32 6 4 22 21 60 22 1/4 ფინალი
2014-15 უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]