უჩა ლობჟანიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლობჟანიძე.
უჩა ლობჟანიძე
უჩა ლობჟანიძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი უჩა ლობჟანიძე
დაბადების
თარიღი
23 თებერვალი, 1987 (1987-02-23) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.75 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ომონია ნიქოზია
ნომერი 3
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2006 დინამო-2 თბილისი 38 (0)
2005-2006 დინამო თბილისი 4 (0)
2007 დინამო ბათუმი 19 (0)
2007–2010 ზესტაფონი 62 (0)
2010–2014 დნიპრო დნეპროპეტროვსკი 27 (0)
2011-2013 კრივბასი (იჯარით) 47 (0)
2014- ომონია ნიქოზია 5 (0)
ეროვნული ნაკრები
2007–2009 საქართველო 21 წლ. 6 (0)
2008- საქართველო 36 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2014.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
12 ოქტომბერი, 2014.

უჩა ლობჟანიძე — (დ. 10 ოქტომბერი, 1990, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, კვიპროსის საფეხბურთო კლუბ „ომონიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი.

კარიერა[რედაქტირება]

უჩა ლობჟანიძემ საკლუბო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო 2004 წელს, თუმცა ნაკლებად ეძლეოდა ძირითადში თამაშის შანსი. 2005-06 წლების სეზონში უკვე ფეხი მოიკიდა კლუბის სასტარტო შემადგენლობაში.

2006 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც შეამჩნია ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ხორვატმა პეტარ სეგრტმა და ნაკრებში გამოიძახა. 2008 წელს კი ამავე სეგრტმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის დროსაც გამოიძახა, ექტორ რაულ კუპერის გუნდში მოსვლის შემდეგ ლობჟანიძე ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახდა დაცვის მარჯვენა ფლანგზე. 2007 წელს ლობჟანიძემ „ზესტაფონშ“ი განაგრძო კარიერა და კვლავაც კლუბის შეუცვლელ და წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა. 2010-2014 წლებში ირიცხებოდა დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ შემადგენლობაში, 2010-2013 წლებში „დნიპროდან“ იჯარის წესით განათხოვრებული იყო „კრივბასში“. იჯარიდან დაბრუნებულმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა „დნიპროს“ ძირითად გუნდში, რის გამოც გადაწყვიტა კლუბის დატოვება და ნიქოზიის „ომონიაში“ გადავიდა.

ტიტულები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]