ზურაბ იონანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ იონანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზურაბ იონანიძე
დაბადების
თარიღი
2 დეკემბერი, 1971 (1971-12-02) (52 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
სიმაღლე 1.82 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მერანი მარტვილი (მთავარი მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
სამგურალი წყალტუბო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990-1992 სამგურალი წყალტუბო 67 (15)
1992-1993 ტორპედო ქუთაისი 29 (14)
1993-1996 სამტრედია 71 (49)
1996-1997 ჟემჩუჟინა სოჭი 24 (7)
1997 ლოკომოტივი ნიჟნი ნოვგოროდი 7 (1)
1997-2003 ტორპედო ქუთაისი 142 (90)
2003-2005 ტავრია სიმფეროპოლი 18 (5)
2005-2010 ზესტაფონი 112 (48)
ეროვნული ნაკრები
1996-2006 საქართველო 4 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2014- მერანი მარტვილი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ზურაბ იონანიძე (დ. 2 დეკემბერი, 1971, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, პოზიციით თავდამსხმელი. ეთნიკურად ასურელი. 2014 წლიდან წვრთნის მარტვილის „მერანს“.[1]

შოთა არველაძესთან ერთად შესულია ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის ტორპედოს რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1999/00, 2000/01, 2001/02). ორჯერ მოიგო ბომბარდირთა დავა (1999/00, 2002/03). 2000, 2003 და 2006 წლებში დასახელდა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

2009 წელს იონანიძე გახდა უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ისტორიის მანძილზე (216 გოლი) და ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მიითვალა 200 გოლი ეროვნულ ჩემპიონატში.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 1996 წელს. მან ნაკრებში 10 წელი ითამაშა, სანაკრებო კარიერა დაასრულა 34 წლისამ 2006 წელს.

სანაკრებო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# დრო ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი ტურნირი
1. 8 მაისი 2001 გივი კილაძის სტადიონი, ქუთაისი, საქართველო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 1-0 მოგება ფიფა–ს 2002 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპი
სწორია 2 ივნისი 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]