თორნიკე გორგიაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თორნიკე გორგიაშვილი
თორნიკე გორგიაშვილი.JPG
თბილისის „დინამოში“
პირადი მონაცემები
სრული სახელი თორნიკე გორგიაშვილი
დაბადების
თარიღი
27 აპრილი, 1988 (1988-04-27) (26 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.84 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სამტრედია
ნომერი 39
ახალგაზრდული კარიერა
2004-2005 სკ თბილისი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005-2013 ზესტაფონი 128 (24)
2014 დინამო თბილისი 7 (0)
2014- სამტრედია
ეროვნული ნაკრები
2011- საქართველო 4 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

თორნიკე გორგიაშვილი (დ. 31 მაისი, 1989, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სამტრედიისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება]

კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „თბილისში“. 2005 წელს ჩაირიცხა „ზესტაფონში“ და მალევე ძირითადი შემადგენლობის საკვანძო ფეხბურთელიც გახდა. ის მაშინ დაწინაურდა, როცა „ზესტაფონს“ ჯერ კიდევ გია გეგუჩაძე თავკაცობდა. მისი პროგრესი არც ნაკრების მწვრთნელს გამოეპარა და არაერთხელ გამოიძახა ეროვნულ გუნდში. მას შემდეგ რაც „ზესტაფონმა“ 2013-2014 წლების სეზონისთვის დაიწყო მზადება, თორნიკე კლუბში არ გამოჩენილა იმის გამო, რომ კლუბმა ფეხბურთელებს ხელფასის გადახდა დაუგვიანა, გორგიაშვილი კონტრაქტის ანულირებასა და თავისუფალი აგენტის სტატუსს ითხოვდა. საქმე ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა განიხილა და გორგიაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.[1] გასაჩივრების შემდეგ თორნიკემ დავა მოიგო.[2] 2014 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით თბილისის „დინამოში“ გადავიდა.[3] სეზონის დასრულების შემდეგ ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა გუნდი, აგვისტოდან უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებულ „სამტრედიას“ შეუერთდა.[4]

ტიტულები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. თორნიკე გორგიაშვილი „ზესტაფონთან“ ბრძოლას აგრძელებს , საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 20 აგვისტო, 2013.
  2. თორნიკე გორგიაშვილი თავისუფალი აგენტია! , საინფორმაციო სააგენტო „http://geosports.ge/“, 12 ნოემბერი, 2013.
  3. დინამოში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 8 იანვარი, 2014.
  4. "სამტრედიამ" გორგიაშვილი და ბეჭვაია დაიმატა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 24 აგვისტო, 2014.