გიორგი ხიდეშელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ხიდეშელი
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ხიდეშელი
დაბადების
თარიღი
23 იანვარი, 1988 (1988-01-23) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 189 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლოკომოტივი თბილისი
ნომერი 15
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2005 სკ თბილისი 2 (0)
2005-2006 ზესტაფონი 19 (1)
2006-2007 კახეთი თელავი 12 (0)
2007-2013 ზესტაფონი 114 (7)
2013 ტორპედო ქუთაისი 7 (1)
2014 დინამო თბილისი 11 (0)
2014-2015 ზესტაფონი 1 (1)
2015 დილა გორი 2 (0)
2015- ლოკომოტივი თბილისი (0)
ეროვნული ნაკრები
2011 საქართველო 21 წლ. 15 (1)
2005-2013 საქართველო 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 სექტემბერი, 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 იანვარი, 2015

გიორგი ხიდეშელი (დ. 23 იანვარი, 1988, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „ლოკომოტივის“ მცველი. გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ დაიწყო. შემდეგ იყო „ზესტაფონი“, სადაც მისი კარიერა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მოლდოვურ „დაჩიასთან“ მიღებულმა მძიმე ტრავმამ ახალგაზრდა მცველს ძალიან ბევრი დრო დააკარგვინა. მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაციას რამდენიმეთვიანი პაუზა მოჰყვა. ხიდეშელის მოედანზე დაბრუნება უიღბლო გამოდგა. თბილისი „დინამოსთან“ მატჩში იგი კვლავ დაშავდა და ამჯერად უკვე გვერდითი იოგები გაუხდა საოპერაციო.[1] ამის გამო თითქმის მთელი 2012-2013 წლების სეზონი გაუცდა. 2013-2014 წლების სეზონის დასაწყისში თავისუფალი აგენტის სტატუსით ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა.[2] ამავე სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იგი თბილისის დინამომ შეიძინა,[3] სადაც გიორგიმ შეძლო თავის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. 2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ევროტურნიტებზე „დინამოს“ ცუდი გამოსვლის შემდეგ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყო გიორგი ხიდეშელიც. 2014 წლის სექტემბრიდან „ზესტაფონს“ დაუბრუნდა.[4] სეზონის მეორე ნახევარში გორის „დილაში“ გადავიდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება შეძლო, ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ, სადაც მეორე ტაიმში შეცვალეს. 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებულ თბილისის „ლოკომოტივს“ შეუერთდა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ჩაატარა 15 მატჩი. ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2005 წლის 8 ოქტომბერს, ყაზახეთის წინააღდეგ,[5] თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა, შემდეგ 2008 იყო მატჩები ჩრდილოეთი ირლანიისა[6] და ლატვიის[7] წინააღდეგ, სადაც ერთ შემთხვევაში თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეცვალეს, ხოლო მეორეში შეცვლაზე შევიდა. 2013 წლის 15 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში[8] გიორგი ხიდეშელი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე იმყოფებოდა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი ხიდეშელი: საშინელი პერიოდი გამოვიარე, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 26 ოქტომბერი, 2012.
  2. გიორგი ხიდეშელი: „ტორპედოში“ თამაში ჩემთვის დიდი პატივია" [მკვდარი ბმული], „ტორპედოს“ ოფიციალური საიტი, 6 აგვისტო, 2013.
  3. გიორგი ხიდეშელი – ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ მომავალს, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 9 იანვარი, 2014.
  4. გიორგი ხიდეშელი თავის ყოფილ კლუბ "ზესტაფონს" დაუბრუნდა[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 1 სექტემბერი, 2014.
  5. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, საქართველო 0:0 ყაზახეთი
  6. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ჩრდილოეთი ირლანდია 4-1 საქართველო
  7. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, საქართველო 1:3 ლატვია
  8. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ესპანეთი 2:0 საქართველო