ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)
| სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია | ||
|---|---|---|---|
| მეტსახელი | ვეტერინარები | ||
| დაარსდა | 1997 | ||
| სტადიონი | მცხეთა პარკი მცხეთა, საქართველო (ტევადობა: 2,000) |
||
| პრეზიდენტი | |||
| მწვრთნელი | |||
| ლიგა | უმაღლესი ლიგა | ||
| 2011-12 | მე–12 | ||
| ვებ-საიტი | ოფიციალური | ||
|
|
|||
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია — თბილისის საფეხბურთო კლუბი. კლუბის სპონსორია შ.პ.ს. "ვიტ ჯორჯია", რომელიც ცხოველთა საკვების, ვეტერინარული წამლებისა და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული. გუნდი თამაშობს მცხეთაში, არმაზის სტადიონზე. 2004 წელს ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.ალექსანდრე კვახაძე, გრიგოლ ბედიაშვილი, ლუკა რაზმაძე, ირაკლი კლიმიაშვილი - ვიტ ჯორჯიაში არიან ისეთი ფეხბურთელები, ეროვნულ ნაკრებში რომ იწვევენ, რამდენიმე ვიტჯორჯიელი ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობს.
ბოლო დეკადაში ვიტ ჯორჯია ევროსარბიელზე თითქმის სისტემატურად თამაშობს და მეტწილ შეხვედრებში დაამტკიცა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან პაექრობა შეუძლია.
Noblesse oblige - ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის ვიტ ჯორჯიას სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: ღირსება გვავალდებულებს. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ვიტ ჯორჯიას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1997-98 წლების სეზონში ჰქონდა. მალე გუნდი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო კლუბად იქცა.
გუნდი 1997 წლის ბოლოს დაარსდა და უმაღლეს ლიგაში მორკინალი ჩაანაცვლა.
ელიტაში მოხვედრის შემდეგ, გუნდმა მცირე ფინანსური კრიზისი განიცადა, რამაც ვიტელებს ცხრილის ათეულში მოხვედრის საშუალება არ მისცა, თუმცა მომავალ სეზონში უკვე მე-7 საფეხურზე დაასრულეს ჩემპიონატი, კიდევ ერთი სეზონის შემდეგ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მას შემდეგ თბილისელები რეგულარულად მონაწილეობენ უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში. 2003-04 წლების სეზონზე მოპოვებულმა ჩემპიონობამ კი მათ საშუალება მისცა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთამაშათ. თავდაპირველად გუნდმა ფარერული ტორსჰავნი დაამარცხა. თუმცა კრაკოვის ვისლასთან ორი მატჩის ჯამში 2:11 წააგო.
ნესტორ მუმლაძის ხელმძღვანელობით უეფას თასზე პირველად გადალახეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, როცა სპარტაკ ტრნავას სძლია. მეორე ეტაპზე ვიტელები ვენის აუსტრიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა – ავსტრიაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს.
უმაღლესი ლიგის 2008-09 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე,ანუ საიდანაც დაიწყო კლუბმა გამოსვლა,სლოვენიურ მარიბორთან დამარცხდა.
სტადიონი [რედაქტირება]
1997-2004 წლებში ვიტ ჯორჯია თამაშობდა შევარდნის სტადიონზე, 2004 წლიდან ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს ატარებს მცხეთაში, არმაზის სტადიონზე, თუმცა 2008-09 სეზონისთვის საქართველოს პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ კლუბებს მოთხოვნები გაუმკაცრა და ვიტ ჯორჯიას არ დართო ამ სტადიონზე თამაშების გამართვის უფლება, რადგანაც იგი ვერ აკმაყოფილებდა პროფლიგის მოთხოვნებს. მას შემდეგ ვიტ ჯორჯია თავის საშინაო მატჩებს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებდა, 2010 წლიდან რუსთავის ფოლადის სტადიონზე, 2011 წლის გაზაფხულზე თბილისში თემქის შატილის სტადიონზე, მაგრამ 2011 წელს არმაზის სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ამჟამად კარგ მდგომარეობაშია. ტრიბუნაზე ძველი ხის სკამების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი ინდივიდუალური სკამები,რის გამოც ტევადობა 3000–დან 2000–მდე შემცირდა სკამების ფერები ვიტ ჯორჯიის ტრადიციულ მწვანე და თეთრ ფერებშია, ასევე დაიგო ახალი ხელოვნური საფარი,ჩაურდა რემონტი ვიპ ლოჟას, სადაც ახალი სავარძლები დამონტაჯდა. კონსტრუქციის შემდეგ არმაზის სტადიონს დაერქვა მცხეთა პარკი. რეკონსტრუქციის მეორე ეტაპზე იგეგმება მპირდაპირე მხარეს ტრიბუნის აშენება და ღამის განათების სისტემის დამონტაჟება.
ტიტულები [რედაქტირება]
- საქართველოს ჩემპიონი (2): 2004, 2009.
- საქართველოს თასის მფლობელი (1): 2009-10.
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი (1): 2009.
შემადგენლობა 2012/13 [რედაქტირება]
| სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება გთხოვთ გაანახლეთ იგი და ასახეთ უახლესი მოვლენები. შემდეგ ამოშალეთ სტატიიდან ეს თარგი |
2009 წლის 1 აგვისტოსთვის.
ეკიპირება [რედაქტირება]
ვიტ ჯორჯიას 2004 წლიდან მოყოლებული მოსავს გერმანული UHLSPORT
ვიტ ჯორჯიას ბომბარდირები [რედაქტირება]
| წელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
| 2009-10 | ვახტანგ კვარაცხელია | 12 | |
| 2008-09 | ვახტანგ კვარაცხელია | 11 | |
| 2007-08 | ნიკოლოზ გელაშვილი | 7 | |
| 2006-07 | ზაზა სახოკია | ? | |
| 2005-06 | ოთარ მარცვალაძე | 14 |
ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები [რედაქტირება]
| სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება გთხოვთ გაანახლეთ იგი და ასახეთ უახლესი მოვლენები. შემდეგ ამოშალეთ სტატიიდან ეს თარგი |
| პერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
|---|---|---|---|
| 2013 — | |||
| 2012 — 2013 | |||
| 2011 — 2012 | |||
| 2010 — 2011 | |||
| 2009 — 2010 | 1 | დავით ყიფიანის თასი 2010 | |
| 2009 — 2009 | 1 | სუპერთასი 2009 | |
| 2005 — 2009 | 1 | უმაღლესი ლიგა 2009 | |
| 2005 — 2006 | |||
| 2004 — 2005 | 1 | უმაღლესი ლიგა 2004 | |
| 2001 — 2003 | |||
| 2002 — 2003 | |||
| 1997 — 2001 |
ცნობილი ფეხბურთელები [რედაქტირება]
- რევაზ გოცირიძე
- ვლადიმერ გოჩაშვილი
- ვახტანგ კვარაცხელია
- გიგა ბეჭვაია
- გიორგი დათუნაიშვილი
- ჯაბა ლიპარტია
- ირაკლი კლიმიაშვილი
- სანდრო იაშვილი
- ოთარ მარცვალაძე
- დავით იმედაშვილი
- ნიკოლოზ გელაშვილი
- დავით დიღმელაშვილი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||
|
|||||