გურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„გურია“ ლანჩხუთი
FC Guria Logo.gif
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „გურია“ ლანჩხუთი
დაარსდა 1924, 89 წლის წინ
სტადიონი ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი
ლანჩხუთი, საქართველო

(ტევადობა: 25.000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა კახაბერ ებრალიძე
მწვრთნელი საქართველოს დროშადავით მახარაძე
კაპიტანი საქართველოს დროშატარიელ კუკულაძე
ლიგა უმაღლესი ლიგა
2013-14 მე-6 ადგილი

„გურია“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლანჩხუთიდან. საქართველოს თასის მფლობელი, ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამიტომ დროებით მატჩებს ატარებს ჩელე არენაზე.

ისტორია[რედაქტირება]

გუნდის პირველი სახელი იყო „კიმი“. ის 1924 წელს თბილისის „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გუნდმა შეწყვიტა ასპარეზობა და აღდგა მხოლოდ 1952 წელს „კოლმეურნეს“ სახელით. გუნდს „გურია“ 1960 წლიდან ეწოდა.

პირველ დიდ წარმატებას 1961 წელს მიაღწია, როცა იგი რესპუბლიკის ჩემპიონი გახდა. ეს მიღწევა გაიმეორა 1966 და 1971 წლებშიც. 1965, 1966 და 1971 წლებში საქართველოს თასიც მოიპოვა, 1973, 1974 და 1977 წლებში ფლობდა შოთა შავგულიძის სახელობის თასს. 1967 წელს „გურიამ“ პირველად იასპარეზა საკავშირო არენაზე B ლიგაში.

1970 წელს B ლიგის დაშლის გამო „გურიამ“ საქართველოს პირველობაზე იასპარეზა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. „გურია“ მეორე ლიგაში 8 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. საუკეთესოს შედეგი 1979 წელს ჰქონდა, როდესაც პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 1986 წელს გუნდმა პირველ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. 1988 და 1989 წლებში ის ისევ საბჭოთა კავშირის 1 ლიგაში თამაშობდა.

1990 წლიდან „გურია“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. „გურია“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ახლად დაარსებული საქართველოს საფეხბურთო თასი მოიპოვა 1990 წლის სეზონში. გურია სტაბილურად ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 1999 წლამდე. ამის შემდეგ გუნდის დაღმასვლა დაიწყო 2000-01 წლებში კლუბი შეუერთდა თბილისი ლოკომოტივის "ბ" გუნდს და დაერქვა სახელით "გურია-ლოკომოტივი ბ".

1999 წლიდან გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მონაწილეა. 2008 წლიდან მას „გურია-2000“ ლანჩხუთი ეწოდება. ბოლო პერიოდის საუკეთესო სეზონი 2001-2002 წლები იყო, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებაში 1/4 ფინალს მიაღწია.

2013 წლიდან „გურია“ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, ბათუმის „დინამოს“ ნაცვლად.

სტადიონი[რედაქტირება]

ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი

გუნდი საშინაო შეხვედრებს მართავს ქალაქ ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.

1986-2012 წლებში ეს სტადიონი ტევადობის მიხედვით საქართველოში მესამე იყო და ძველი სტანდარტით 22 000 მაყურებელს იტევდა. 2012 წელს დაიწყო სტადიონის რეკონსტრუქცია. მოინგრა დასავლეთის და ჩრდილოეთის ტრიბუნები, რის გამოც სტადიონის ტევადობა 10 000-მდე შემცირდა.

მშნებლობა[რედაქტირება]

ომამდე სტადიონის ტერიტორიაზე მხოლოდ კომისარიატის შენობა იდგა. 1946 წელს ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე პირველად მოეწყო შესაფერისი მოედანი. მოგვიანებით ხის ნაგებობი კაპიტალური შენობებით შეიცვალა და ამასთან ერთდ იცვლებოდა სტადიონის ტევადობაც. თავიდან 5,000 მაყურებელს იტევდა შემდეგ 7,000-მდე გაიზარდა და ბოლოს 10,000-ს გადააჭარბა. ნათელი გახდა, რომ რაიონი ფეხბურთით სუნთქავდა. მას შემდეგ რაც გურია უმაღლეს ლიგაში აღზევდა, ცხადია არსებული ნაგებობები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელთა გუნდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად დამატებითი ღონისძიებების შესახებ. ამ დადგენილებებით გათვალისწინებული იყო ფეხბურთოს ცენტრალური სტადიონის სპორტული კომპლექსის, სოფ. გრიგოლეთის სასწავლო-საწვრთვნელი ბაზის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1987 წლის 1 იანვარს და დამთავრდა იმავე წლის 2 მარტს. სტადიონის ტევადობა საგრძნობლად იქნა გაზრდილი და ახლა იგი 22,000 მაყურებელს იტევდა.

რეკონსტრუქცია[რედაქტირება]

გაკეთდა აღმოსავლეთის ტრიბუნის კოსმეტიკური რემონტი. შეიცვალა მინდვრის დრენაჟი და საფარი, რომელიც გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა. გაკეთდა ბორდიურები, შეიღება ღობე. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სათადარიგო მოედანს და იქ განლაგებულ კლუბის ინფრასტრუქტურას.სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ამჟამად უსახსრობის გამო შეჩერებულია.

კლუბის მიღწევები[რედაქტირება]

პირადი მიღწევები[რედაქტირება]

შემადგენლობა 2013/14[რედაქტირება]

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საქართველოს დროშა მეკარე მიხეილ გოგუაძე
3 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლევან ინგოროყვა
4 საქართველოს დროშა მცველი ჯაბა ბერიანიძე
7 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ერეკლე კილაძე
8 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნოდარ გაჩეჩილაძე
9 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიგა ჭეიშვილი
10 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ტარიელ კუკულაძე
11 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნუგზარ კვირტია
13 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ზურაბ ძამსაშვილი
17 კამერუნის დროშა მცველი არნაუდ ჩუენსუ
18 ნიგერიის დროშა ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი
19 საქართველოს დროშა მეკარე მინდია ბობღიაშვილი
20 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიგა კვერენჩხილაძე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
21 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ვალტერ ხორგუაშვილი
22 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკა კილაძე
23 საქართველოს დროშა ნახევარმცველი პავლე ხორგუაშვილი
24 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ვილი ისიანი
25 საქართველოს დროშა მცველი დავით მეგრელიშვილი
27 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე
49 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ივანე კილაძე
71 საქართველოს დროშა მცველი ლევან ქურდაძე
77 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ალექსანდრე შენგელია
99 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი გაგნიძე
- საქართველოს დროშა მეკარე ირაკლი ხვედელიძე
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი კახი თოდაძე

ახალგაზრდული აკადემია[რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საქართველოს დროშა მეკარე რატი იმერლიშვილი
2 საქართველოს დროშა მცველი მამუკა სანაძე
3 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლევან ინგოროყვა
4 საქართველოს დროშა მცველი გიორგი ყაველაშვილი
5 საქართველოს დროშა მცველი ოთარ ჯანაშია
7 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკოლოზ ნარიაშვილი
8 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკოლოზ წერეთელი
9 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ვლადიმერ ქინქლაძე
10 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ცანავა
11 საქართველოს დროშა ნახევარმცველი თემურ შარაშენიძე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
12 საქართველოს დროშა მეკარე ირაკლი ხვედელიძე
13 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკოლოზ ნარსია
14 საქართველოს დროშა მცველი დავით კოხრეიძე
15 საქართველოს დროშა მცველი მიხეილ გუჯაბიძე
16 საქართველოს დროშა მცველი ბექა წერეთელი
17 საქართველოს დროშა თავდამსხმელი სანდრო ბახია
18 საქართველოს დროშა ნახევარმცველი დათო გოგუა
19 საქართველოს დროშა თავდამსხმელი რევაზ წილოსანი
22 საქართველოს დროშა მცველი ლაშა ახალაია
24 საქართველოს დროშა ნახევარმცველი სერგო ფირცხალაშვილი

გამოჩენილი მოთამაშეები[რედაქტირება]

პერსონალური მიღწევები[რედაქტირება]

გამოჩენილი მწვრთნელები[რედაქტირება]

ბომბარდირები სეზონის მიხედვით[რედაქტირება]

სეზონი სახელი გოლი
1966/67 საქართველოს დროშა ომარ პართენავა 16
1967/68 საქართველოს დროშა ვახტანგ ძიძიგური 23
1968/69 საქართველოს დროშა ვახტანგ ძიძიგური 17
1969/70 საქართველოს დროშა ვახტანგ ძიძიგური 18
1970/71 საქართველოს დროშა ვახტანგ ძიძიგური 39
1971/72 საქართველოს დროშა ვახტანგ ძიძიგური 13
1972/73 საქართველოს დროშა ჯონი აბაიშვილი 19
1973/74 საქართველოს დროშა ვახტანგ ძიძიგური 15
1974/75 საქართველოს დროშა რევაზ სანაია 25
1975/76 საქართველოს დროშა ბესიკ მჭედლიშვილი 20
1976/77 მოლდოვის დროშა ვასილ ტროიანი 18
1977/78 მოლდოვის დროშა ვასილ ტროიანი 15
1978/79 საქართველოს დროშა მერაბ მეგრელაძე 26
1979/80 საქართველოს დროშა მერაბ მეგრელაძე 20
1980/81 საქართველოს დროშა მერაბ მეგრელაძე 11
1981/82 საქართველოს დროშა თემურ ებანოიძე 9
1982/83 საქართველოს დროშა მურთაზ აკოფიანი 14
1983/84 საქართველოს დროშა ვახტანგ კოპალეიშვილი 13
1984/85 საქართველოს დროშა გია ტყებუჩავა 11
1985/86 საქართველოს დროშა ბესიკ ფრიდონაშვილი 27
1986/87 უკრაინის დროშა ვიქტორ ხლუსი 5
1987/88 უკრაინის დროშა ვიქტორ ხლუსი 21
1988/89 საქართველოს დროშა მერაბ ჟორდანია 25
1989/90 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 21
1990/91 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 14
1991/92 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 40

სეზონები[რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი შენიშვნები მწვრთნელი
1987 სსრკ ლიგა 16 30 5 8 17 18 38 18 დაქვეითდა
1988 სსრკ პირვ. ლიგა 4 42 23 7 12 71 44 53
1989 სსრკ პირვ. ლიგა 2 42 27 9 6 78 39 63
1990 უმაღლესი ლიგა 2 34 22 6 6 73 20 72 გამარჯვებული
1991 უმაღლესი ლიგა 2 19 14 4 1 38 15 46
1991-92 უმაღლესი ლიგა 4 38 22 3 13 89 56 69 1/8 ფინალი
1992-93 უმაღლესი ლიგა 12 32 12 2 18 37 57 38 1/8 ფინალი
1993-94 უმაღლესი ლიგა 7 1/4 ფინალი
1994-95 უმაღლესი ლიგა 13 30 8 6 16 36 81 30 1/4 ფინალი
1995-96 უმაღლესი ლიგა 13 30 9 0 21 35 74 27 1/16 ფინალი
1996-97 უმაღლესი ლიგა 13 30 10 3 17 33 63 33
1997-98 უმაღლესი ლიგა 14 30 6 9 15 30 58 27 1/8 ფინალი
1998-99 უმაღლესი ლიგა 16 30 3 4 23 34 87 13 დაქვეითდა
1999-00 რეგიონული ლიგა 1/8 ფინალი
2000-01 პირველი ლიგა 1/8 ფინალი
2001-02 უმაღლესი ლიგა 14 1/4 ფინალი დაქვეითდა
2002-03 პირველი ლიგა მეორე რაუნდი
2003-04 პირველი ლიგა 10 30 13 6 11 38 37 45 პირველი რაუნდი
2004-05 პირველი ლიგა 10 30 10 8 12 30 45 38 პირველი რაუნდი
2005-06 პირველი ლიგა 9 34 14 5 15 50 47 47 1/16 ფინალი
2006-07 პირველი ლიგა 15 34 8 7 19 36 76 31 პირველი რაუნდი დაქვეითდა
2007-08 მეორე ლიგა დასავლეთი არ მონაწილეობდა აღზევდა
2008-09 პირველი ლიგა 1/8 ფინალი
2009-10 პირველი ლიგა 4 28 16 5 7 53 32 53 პირველი რაუნდი
2010–11 პირველი ლიგა 6 32 14 4 14 50 59 46 საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე
2011–12 პირველი ლიგა - B ჯგუფი 2 18 12 3 3 41 15 39 საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე
2012–13 პირველი ლიგა - A ჯგუფი 1 33 27 4 2 86 20 85 აღზევდა საქართველოს დროშა თემურ ლორია
2013–14 უმაღლესი ლიგა 6 32 12 0 20 31 53 36 საქართველოს დროშა დავით მახარაძე / უკრაინის დროშა რომან პოკორა
2014–15 უმაღლესი ლიგა - - - - - - - -

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: