დავით გამეზარდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით გამეზარდაშვილი (დ. 21 ივლისი, 1920, სოფელი კაცხი, ჭიათურის რაიონი — გ. 21 დეკემბერი, 1985) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1944 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტი. 1947–1951 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ასპირანტურის გამგე. 1953–1954 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.1955 წელს ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე. 1956–1957 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე.

1973 წელს მიანიჭეს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]