სევასტი თოდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევასტი თოდუა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სევასტი თოდუა
დაბადების
თარიღი
25 ოქტომბერი, 1976 (1976-10-25) (47 წლის)
დაბადების
ადგილი
მარანი, აბაშის რაიონი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სულორი ვანი
ნომერი 5
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997-1999 იბერია სამტრედია 37 (2)
1999-2000 ვიტ ჯორჯია 22 (0)
2001 ლოკომოტივი თბილისი 16 (0)
2001 ტორპედო ქუთაისი 45 (0)
2002 ურალანი ელისტა 6 (0)
2002-2004 ტორპედო ქუთაისი 60 (0)
2005-2009 ზესტაფონი 106 (1)
2009 ოლიმპი რუსთავი 17 (0)
2010 ბაია ზუგდიდი 17 (0)
2010-2011 ტორპედო ქუთაისი 62 (0)
2012 მეტალურგი რუსთავი 14 (0)
2012 სკ ზუგდიდი 22 (0)
2013 გურია ლანჩხუთი 19 (0)
2013 დინამო ბათუმი 16 (0)
2014 ტორპედო ქუთაისი 25 (0)
2015- სულორი ვანი 6 (0)
ეროვნული ნაკრები
2000-2001 საქართველო 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 აპრილი, 2015

სევასტი თოდუა (13 მაისი 1976, აბაშა) — ქართველი ფეხბურთელი, ამჟამად ვანის სულორის ცენტრალური მცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში 13 წლის ასაკში სამტრედიის ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. შემდეგ იყო არეული ქვეყანა, ფინანსური გაჭირვება და 15 წლის ასაკში იძულებული გახდა მშობლიურ სოფელ მარანში დაბრუნებულიყო. 6 წლის შემდეგ, 21 წლისამ ისევ „სამტრედიაში“ დაბრუნება გადაწყვიტა. გუნდი უმაღლესი ლიგიდან ახალგამოვარდნილი იყო და სევასტისთან ერთად დაუბრუნდა ელიტლიგას. 1999 წელს გადავიდა „ვიტ ჯორჯიაში“ და პირველი მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე. 23 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მისი სადებიუტო მატჩი 2000 წლის 26 აპრილს სომხეთის წინააღმდეგ შედგა,[1] თოდუამ შეუცვლელად ითამაშა. თოდუას მთელი კარიერა ქართულ გუნდებში აქვს გატარებული, გარდა 2002 წლისა, როდესაც რუსულ „ურალანში“ ირიცხებოდა. სხვადასხვა წლებში გამოდიოდა მრავალ ქართულ კლუბში, რომლებთან ერთადაც უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 400 მატჩზე მეტი, აქედან ყველაზე მეტი, 130 მატჩზე მეტი ქუთაისის „ტორპედოს“ მაისურით, ამ მატჩების ნახევარზე მეტში, კი მას კაპიტნის სამკლავური ეკეთა. 2012 წლის დასაწყისში, მას „ტორპედოში“ გაცილება მოუწყვეს,[2] თუმცა მან კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. 2 წლის შემდეგ 2014 წელს იგი რევაზ ძოძუაშვილის მიიწვევით ისევ დაბრუნდა „ტორპედოში“, სადაც გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ ვანის სულორს მიაშურა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ჩემპიონატი

  • ჩემპიონი (2): 2002–03,
  • ვიცე-ჩემპიონი (2): 1889–90, 1894–95, 1901–02, 1904–05, 1908–09, 1911–12, 1985–86

საქართველოს თასი

  • გამარჯვებული (2): 1906, 1933, 1966, 1984, 1995
  • ფინალისტი (6): 1893, 1897, 1907, 1968, 1985, 1986, 1989, 2009

საქართველოს სუპერთასი

  • გამარჯვებული (3): 1928, 1932, 1963, 1970, 1984, 1985, 1986, 1987, 1995
  • ფინალისტი (5): 1933, 1966

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]