დავით ყიფიანი
დავით ყიფიანი 1981 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით დავითის ძე ყიფიანი | ||
დაბადების თარიღი | 18 ივნისი, 1951 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
17 სექტემბერი, 2001 (50 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1964–1966 | თბილისის 35-ე სკოლა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1968 | ლოკომოტივი | 1 | (0) |
1969 | დინამო თბ. | 0 | (0) |
1970 | ლოკომოტივი | 28 | (3) |
1971–1982 | დინამო თბ. | 246 | (79) |
ეროვნული ნაკრები | |||
1974–1981 | სსრ კავშირი | 19 | (7) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1985 | დინამო თბილისი | ||
1988 | დინამო თბილისი | ||
1990–1991 | დინამო თბილისი | ||
1992–1993 | ოლიმპიაკოსი | ||
1995–1997 | დინამო თბილისი | ||
1997 | საქართველო | ||
1998 | რასინგი მეხელენი | ||
1998 | შინიკი | ||
1999–2001 | ტორპედო ქუთაისი | ||
2000–2001 | საქართველო | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 სექტემბერი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980), და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).[1] ღირსების ორდენის კავალერი.
1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[2][3] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.[6][7][8][9] საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.[10][11]
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს, თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში მწვრთნელ ფ. ჭელიძის ხელმძღვანელობით.[12]
1968 წელს, ყიფიანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, სოჭში გამართული „იმედის თასის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ამ გუნდმა თბილისში, საბჭოთა კავშირის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2–1 დაამარცხა.[13]
1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ (1970), ხოლო 1971–1982 წლებში — თბილისის „დინამოში“.
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[14][15][16][17][18]
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981).
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974–1981 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და 7 ბურთი გაიტანა.[19][20][21]
პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით 1974 წლის 17 აპრილს, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ქალაქ ზენიცაში, სტადიონ „ბილინო პოლეზე“ გაიმართა. დავით ყიფიანი მინდორზე შეხვედრის მეორე ნახევარში გამოვიდა ვლადიმერ ფედოტოვის ნაცვლად და უკვე ოთხ წუთში შეძლო მეტოქის კარის აღება — თავისი პირველი და ამავე დროს გამარჯვების მომტანი გოლი პირველივე სანაკრებო შეხვედრაში. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრაც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 46-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული დავით ყიფიანი 68-ე წუთზე მანუჩარ მაჩაიძემ შეცვალა, რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა, ასევე სადებიუტო იყო სანაკრებო კარიერაში. მაჩაიძისა და ყიფიანის გარდა, თბილისის დინამოელთაგან საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა რევაზ ძოძუაშვილიც.[22]
სანაკრებო მატჩები და გოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 17.04.1974 | ზენიცა | იუგოსლავია | 0–1 | სსრკ | ამხანაგური | 50' | 46' 68' | [23] |
2 | 23.03.1977 | ბელგრადი | იუგოსლავია | 2–4 | სსრკ | ამხანაგური | 54' | 68' | [24] |
3 | 24.04.1977 | მოსკოვი | სსრკ | 2–0 | საბერძნეთი | მსოფ. შეს. | 77' | [25] | |
4 | 30.04.1977 | ბუდაპეშტი | უნგრეთი | 2–1 | სსრკ | მსოფ. შეს. | 88' | 60' | [26] |
5 | 10.05.1977 | ათენი | საბერძნეთი | 1–0 | სსრკ | მსოფ. შეს. | [27] | ||
6 | 18.05.1977 | თბილისი | სსრკ | 2–0 | უნგრეთი | მსოფ. შეს. | [28] | ||
7 | 28.07.1977 | ლაიფციგი | გდრ | 2–1 | სსრკ | ამხანაგური | [29] | ||
8 | 26.02.1978 | მარაქეში | მაროკო | 2–3 | სსრკ | ამხანაგური | 77' | [30] | |
9 | 05.04.1978 | ერევანი | სსრკ | 10–2 | ფინეთი | ამხანაგური | 18' | [31] | |
10 | 14.05.1978 | ბუქარესტი | რუმინეთი | 0–1 | სსრკ | ამხანაგური | 73' | [32] | |
11 | 19.11.1978 | ტოკიო | იაპონია | 1–4 | სსრკ | ამხანაგური | [33] | ||
12 | 23.11.1978 | ტოკიო | იაპონია | 1–4 | სსრკ | ამხანაგური | 5', 59' | [34] | |
13 | 27.11.1978 | ოსაკა | იაპონია | 0–3 | სსრკ | ამხანაგური | [35] | ||
14 | 19.05.1979 | თბილისი | სსრკ | 2–2 | უნგრეთი | ევრ. შეს. | 70' | [36] | |
15 | 27.06.1979 | კოპენჰაგენი | დანია | 1–2 | სსრკ | ამხანაგური | [37] | ||
16 | 04.07.1979 | ჰელსინკი | ფინეთი | 1–1 | სსრკ | ევრ. შეს. | 70' | [38] | |
17 | 05.09.1979 | მოსკოვი | სსრკ | 1–0 | გდრ | ამხანაგური | [39] | ||
18 | 12.09.1979 | ათენი | საბერძნეთი | 1–0 | სსრკ | ევრ. შეს. | 46' | [40] | |
19 | 30.05.1981 | რექსემი | უელსი | 0–0 | სსრკ | მსოფ. შეს. | 84' | [41] |
სამწვრთნელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ (1990, 1995, 1996, 1997) და ქუთაისის „ტორპერდო“ (2000, 2001) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე „დინამომ“ (1995, 1996, 1997) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.[19]
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი[42] | წელი | ჩემპიონატი | თასი | ევროთასები | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ლოკომოტივი თბ. | 1968 | 1 | 0 | – | – | – | – | 1 | 0 |
Total | 1 | 0 | – | – | – | – | 1 | 0 | |
დინამო თბილისი | 1969 | – | – | – | – | – | – | – | – |
Total | – | – | – | – | – | – | – | – | |
ლოკომოტივი თბ. | 1970 | 28 | 3 | 1 | 0 | – | – | 29 | 3 |
Total | 28 | 3 | 1 | 0 | – | – | 29 | 3 | |
დინამო თბილისი | 1971 | 23 | 3 | 1 | 0 | – | – | 24 | 3 |
1972 | 28 | 7 | 3 | 0 | 2 [43] | 1 | 33 | 8 | |
1973 | 20 | 5 | 3 | 0 | 5 | 3 | 28 | 8 | |
1974 | 5 | 1 | 3 | 4 | – | – | 8 | 5 | |
1975 | 24 | 12 | 2 | 1 | – | – | 26 | 13 | |
1976 | 18 | 9 | 5 | 5 | 2 [44] | 1 | 25 | 15 | |
1977 | 27 | 14 | – | – | 5 | 2 | 32 | 16 | |
1978 | 25 | 7 | 6 | 1 | 4 | 1 | 35 | 9 | |
1979 | 22 | 3 | 2 | 1 | 4 | 2 | 28 | 6 | |
1980 | 31 | 8 | 7 | 3 | 4 | 0 | 42 | 11 | |
1981 | 18 | 8 | 1 | 0 | 5 | 0 | 24 | 8 | |
1982 | 4 | 2 | 1 | 2 | 4 | 0 | 9 | 4 | |
ჯამში | 245 | 79 | 34 | 17 | 35 | 10 | 314 | 106 | |
სულ | ჯამში | 274 | 82 | 35 | 17 | 35 | 10 | 344 | 109 |
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირი[45][46] | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1974 | 1 | 1 |
1975 | – | – |
1976 | – | – |
1977 | 6 | 3 |
1978 | 6 | 3 |
1979 | 5 | 0 |
1980 | – | – |
1981 | 1 | 0 |
ჯამში | 19 | 7 |
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც დავით ყიფიანი 1976 წლის საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[47]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად დავით ყიფიანი (მიხეილ მესხის, ბორის პაიჭაძისა და სლავა მეტრეველის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[48][49]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[50]
2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს.[51]
1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0–4).
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას.
მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარაველას თასი
- თასის მფლობელი: 1973[56]
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩემპიონი: 1976
- სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები
- ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1976
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი: 1977 [57][58][59][60][61][62]
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი: 115 გოლი
- 33 საუკეთესო
- №1: 1977, 1978
- №2: 1976, 1980, 1981
- №3: 1973, 1975, 1979
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თასის მფლობელი: 2000–2001
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 3, 11. 117 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—78 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 23, 41–44. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 34, 94. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 28, 63. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—86 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1986. — გვ. 58. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—87 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 78. 168 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 22–23. 158 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 194. 371 გვ.
- მოსაშვილი, მინდია, მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 51. 210 გვ.
- ფანჯიკიძე, გურამ, დინამო, დინამო, დინამო!, თბ.: საბჭ. საქართველო, 1981. — გვ. 50, 56. 64 გვ.
- ქურდობაძე, ალექსანდრე, ქართული ფეხბურთის ქრონიკები, თბ.: გ.გ., 2018.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 654.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი—72 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი—74 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი—75 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი—76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1977). ფეხბურთი—77 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი—78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი—79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980) ფეხბურთი—80 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი—81 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1982). ფეხბურთი—82 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1983). ფეხბურთი—83 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. (1984). ფეხბურთი—84 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი—85 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1986). ფეხბურთი—86 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1987). ფეხბურთი—87 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1989). ფეხბურთი—89 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). გზა თასისაკენ : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). N 1 ფეხბურთელი : რ. შენგელია. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
- Кенкишвили, Симон (2017). Великий мастер Давид Кипиани. Ростов-на Дону: ФНО.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მებურიშვილი, ტაგუ, „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
- რესპუბლიკაში საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1981, № 250 (7061), გვ. 1.
- დოლიძე, ბეჟან, „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
- ინტერვიუ დავით ყიფიანთან // „ლელო“, 14 მარტი, 1982, № 50 (7111), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემატური საიტები |
---|
AFS · FootballFacts.ru · National Football Teams · WorldFootball.net · КЛИСФ |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
ფოტო |
---|
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images |
მედია |
---|
ეპოქა და ადამიანი · საუკუნის პორტრეტები · 60 კითხვა · Goal.ge |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 56
- ↑ ბერიშვილი, ე., 2013, გვ. 194
- ↑ Soviet Union - Player of the Year Awards
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი
- ↑ Gorgodze, Giorgi. Davit Kipiani – The „Moving Feast“ of Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-08. ციტირების თარიღი: 2019-06-01.
- ↑ Moñino, Ladislao J.. Diálogos en la tumba de Kipiani. El cementerio georgiano acoge conversaciones entre exjugadores del Dínamo de Tblisi.
- ↑ Kahl, Sebastian. Who Was David Kipiani? (Talks and writes about football history).
- ↑ კარიერა ფრაზებში: დავით ყიფიანი
- ↑ დღესასწაულის წადილი: წიგნი ყიფოს იუბილესთვის
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., 1981, გვ. 11
- ↑ „დათო, უნდა ითამაშო, სანამ ფეხები დაგემორჩილება“
- ↑ კარაველას თასი. fcdinamo.ge
- ↑ Trofeo Colombino de fútbol
- ↑ Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru
- ↑ IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru
- ↑ „კარაველას“ რაინდები. opentext
- ↑ 19.0 19.1 ქართული სპორტის საუკუნე – დაუვიწყარი სახელები: დავით ყიფიანი
- ↑ „ზედმეტად ქართველი“ ფეხბურთელი — რატომ არ წაიყვანეს 1982 წლის მსოფლიო პირველობაზე დავით ყიფიანი
- ↑ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
- ↑ Yugoslavia 0–1 Soviet Union / International Friendly
- ↑ Yugoslavia 0–1 USSR / Friendly
- ↑ Yugoslavia 2–4 USSR / Friendly
- ↑ USSR 2–0 Greece / World Cup Qualifiers
- ↑ Hungary 2–1 USSR / World Cup Qualifiers
- ↑ Greece 1–0 USSR / World Cup Qualifiers
- ↑ USSR 2–0 Hungary / World Cup Qualifiers
- ↑ East Germany 2–1 USSR / Friendly
- ↑ Morocco 2–3 USSR / Friendly
- ↑ USSR 10–2 Finland / Friendly
- ↑ Romania 0–1 USSR / Friendly
- ↑ Japan 1–4 USSR / Friendly
- ↑ Japan 1–4 USSR / Friendly
- ↑ Japan 0–3 USSR / Friendly
- ↑ USSR 2–2 Hungary / UEFA Euro 1980 Qualifying
- ↑ Denmark 1–2 USSR / Friendly
- ↑ Finland 1–1 USSR / UEFA Euro 1980 Qualifying
- ↑ USSR 1–0 East Germany / Friendly
- ↑ Greece 1–0 USSR / UEFA Euro 1980 Qualifying
- ↑ Wales 0–0 USSR / World Cup Qualifiers
- ↑ David Kipiani Club Statistics. footballfacts.ru.
- ↑ 1972–73 UEFA Cup
Dinamo Tbilisi 3–2 Twente.
Twente 2–0 Dinamo Tbilisi. - ↑ 1976–77 UEFA Cup Winners' Cup
Dinamo Tbilisi Aggregate: 3–1 Cardiff City.
Dinamo Tbilisi Aggregate: 1–5 MTK-VM Budapest.
- ↑ David Kipiani
- ↑ David Kipiani International Statistics. footballfacts.ru.
- ↑ საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
- ↑ გაზეთმა „ლელომ“ 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპერტსმენები დააჯილდოვა
- ↑ "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал დაარქივებული 2023-04-18 საიტზე Wayback Machine. // fc-dynamo.ru
- ↑ Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980
- ↑ Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
- ↑ Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1978, გვ. 23, 41–44
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 34, 94
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 28, 63
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1986, გვ. 58
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 78
- ↑ Кипиани, Давид Давидович
|
|
|
|
|
- დაბადებული 1951
- დაბადებული 18 ივნისი
- გარდაცვლილი 2001
- გარდაცვლილი 17 სექტემბერი
- ქართველი ფეხბურთელები
- ყიფიანები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- თბილისში დაბადებულები
- თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელები
- ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელები
- საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები