ჩანდრაგუპტა II
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჩანდრაგუპტა II — ძველი ინდოეთის მეფე. გუპტების დინასტიის წარმომადგენელი. ჩანდრაგუპტა I-ის შვიილიშვილი. მეფობდა 380-415 წწ. გამეფდა უფროსი ძმის რამაგუპტას ჩამოგდების შემდეგ. ჩანდრაგუპტა II-მ მემკვიდრეობით მიიღო ჩამოყალიბებული იმპერია და მნიშვნელოვნად გააფართოვა მისი საზღვრები. ჩანდრაგუპტა II-ის მეფობის პერიოდი გუპტების იმპერიის ძლიერების, ძველი ინდოეთის ეკონომიკური კეთილდღეობის, ასევე ძველი ინდური კულტურის („გუპტების ოქროს ხანა“) გაფურჩქვნის ხანა იყო.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 79, თბ., 1987 წელი.