ალბერტო ტარანტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტო ტარანტინი
ტარანტინი 1982 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალბერტო სესარ ტარანტინი
დაბადების
თარიღი
3 დეკემბერი, 1955 (1955-12-03) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ესეისა, არგენტინა
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1977 ბოკა ხუნიორსი 179 (0)
1978–1979 ბირმინგემ სიტი 23 (1)
1979 ტალერესი 13 (1)
1980–1983 რივერ პლეიტი
1983–1984 ბასტია 29 (1)
1984–1988 ტულუზა 130 (8)
1988–1989 სანქტ-გალენი
ეროვნული ნაკრები
1974–1982 არგენტინა 61 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ტარანტინი და ფილოლი ფინალის შემდეგ. რიკარდო ალფიერის ფოტო, 1978

ალბერტო სესარ ტარანტინი (ესპ. Alberto César Tarantini; დ. 3 დეკემბერი, 1955, ესეისა,[1] არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, მცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4]

1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარანტინი თავის პირველ — 1973 წლის საფეხბურთო სეზონს არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ბოკა ხუნიორსში“[5] ატარებს, რომლის შემადგენლობაში პირველად 1973 წლის 8 ივლისს მეტროპოლიტანოს ტურნირის საშინაო მატჩში „როსარიო სენტრალის“ წინააღმდეგ თამაშობს. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით მთავრდება (2–0).[6] საერთო ჯამში 1973 წელს არგენტინის ჩემპიონატის 25 კალენდარული მატჩის გარდა (აქედან 13 შეხვედრა მეტროპოლიტანოს და 12 — ნასიონალის ტურნირის ფარგლებში), კიდევ 10 ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის აღსანიშნავია ესპანეთის საერთაშორისო საფეხბურთო ამხანაგური ტურნირი — ე. წ. „მზიური სანაპიროს თასი“ (ესპ. Trofeo Costa del Sol),[7] რომელიც ანდალუსიაში, ესპანეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის სამხრეთ საკურორტო რეგიონის საპორტო ქალაქ მალაგაში 1961 წლიდან ეწყობა.

პირველი ნახევარფინალური მატჩი 10 აგვისტოს ადგილობრივ „მალაგასთან“ იმართება და მასპინძელთა გამარჯვებით სრულდება (4–2).[8] 12 აგვისტოს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „ბოკა“ „ესპანიოლს“ უპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ „ცრვენა ზვეზდასთან“ თმობს ნახევარფინალს. შეხვედრა, რომელიც პირველზე უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა — „ბოკას“ გამარჯვებით სრულდება (4–3).[9]

1973 წლის სეზონში „ბოკა“ არგენტინის პრიმერის მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის 13 მატჩიდან სამ შეხვედრას თმობს, ხოლო ნასიონალის ჩემპიონატის 12 შეხვედრიდან — ხუთს. ამრიგად, საერთო ჯამში ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს.

1974 წლის მეტროპოლიტანოს დასაწყისის პირველ ორ შეხვედრაში „ბოკა“ არგენტინული ფეხბურთის ორი გრანდის — „რივერ პლეიტის“ და „ესტუდიანტესის“ ზედიზედ დამარცხებას ახერხებს. 3 თებერვალს სეზონის პირველი ტურის მატჩში იგი „რივერს“ უპირისპირდება და შეხვედრას შთამბეჭდავი ანგარიშით იგებს (5–2). მომდევნო ტურში კი „ესტუდიანტესთან“ იმარჯვებს, ამჯერად შედარებით მოკრძალებული ანგარიშით (2–0). როსარიოს „ნიუელს ოლდ ბოისთან“ მესამე ტურის გასვლით მატჩში მიღწეული ფრის (2–2) და მეოთხე ტურში ვილა-კრესპოს „ჩაკარიტასთან“ მოგებული საშინაო შეხვედრის შემდეგ ტარანტინის გუნდი არგენტინის პრიმერის მესამე გრანდს — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ უგებს გასვლით თამაშს — (1–0).

ამრიგად, 1974 წელს ქვეყნის პირველობის 40 კალენდარული მატჩის გარდა (აქედან 16 შეხვედრა მეტროპოლიტანოს და 24 — ნასიონალის ფარგლებში), კიდევ 20 ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. მესამე ადგილი, რომელსაც გუნდი ამჯერად ჩემპიონატში იკავებს, მომავალი წარმატებების ერთგვარი „პრელუდიაა“ — ნასიონალის და მეტროპოლიტანოს ჩემპიონობას გუნდს მხოლოდ ერთი სეზონი აშორებს.

ტარანტინი „ბოკაში“ 1977 წლის ჩათვლით თამაშობს. მის რიგებში 1976 წელს ნასიონალის და მეტროპოლიტანოს გამარჯვებული, ხოლო 1977 წელს — ლიბერტადორესის თასის მფლობელი ხდება.

1978–1979 წლის სეზონს ინგლისის „ბირმინჰემ სიტიში“ აგრძელებს.[10] შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება და „ტალერესს“ უერთდება.[11] მათთან ერთად ჩემპიონატის 13 მატჩში იღებს მონაწილეობას. 1980–1983 წლებში არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“[12] ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 1980 წელს მეტროპოლიტანოს, ხოლო 1981 წელს ნასიონალის გამარჯვებული ხდება. 1983–1984 წლებში საფრანგეთის „ბასტიაში“ აგრძელებს კარიერას.[13] ამ გუნდის მაისურით, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 29 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას (ერთი გოლი). 1984–1988 წლებში მეორე ფრანგული კლუბის — „ტულუზას“ ღირსებას იცავს[14] (130 მატჩი და 8 გოლი). საფეხბურთო კარიერას 1989 წელს — შვეიცარიის „სანქტ-გალენში“ ასრულებს.[15]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი გუნდი მატ. ადგ.
1973 „ბოკა ხუნიორსი“ 25 2
1974 „ბოკა ხუნიორსი“ 42 3
1975 „ბოკა ხუნიორსი“ 48 3
1976 „ბოკა ხუნიორსი“ 33 1
1977 „ბოკა ხუნიორსი“ 19 4
1978 „ბოკა ხუნიორსი“ 28 2
1978/79 „ბირმინჰემ სიტი“ 23 21
1979 „ტალერესი“ 13 6
1980 „რივერ პლეიტი“ 1
1981 „რივერ პლეიტი“ 1
1982 „რივერ პლეიტი“ 10
1983 „რივერ პლეიტი“ 18
1983/84 „ბასტია“ 29 10
1984/85 „ტულუზა“ 30 11
1985/86 „ტულუზა“ 33 4
1986/87 „ტულუზა“ 36 3
1987/88 „ტულუზა“ 31 13
1988/89 „სანქტ-გალენი“ 11

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[16][17] რომლის შემადგენლობაში 61 შეხვედრას ატარებს და 1 ბურთი გააქვს.[18]

1975 წელს არგენტინის ახალგაზრდული (23 წლამდე) ნაკრების რიგებში, ხორხე ვალდანოს, ამერიკო გალიეგოსა და სხვებთან ერთად ტარანტინი ტულონის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ხდება,[19][20] სადაც არგენტინა ჯერ უნგრეთის, შემდეგ მექსიკის და ბოლოს, ფინალში — საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ამარცხებს (1–0). გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი მომავალ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონს — ხორხე ვალდანოს გააქვს. საყურადღებოა რომ ამ გუნდსაც, ისევე როგორც 1978 წლის მუნდიალის ტრიუმფატორ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს — სესარ ლუის მენოტი[21][22] უდგას სათავეში.

ეროვნული ნაკრების რიგებში მინდორზე პირველად რუმინეთის ნაკრებთან 1974 წლის 22 აპრილს, ბუენოს-აირესში გამართულ საერთაშორისო ამხანაგური მატჩის დროს გამოდის. ნაკრებში მისი სადებიუტო შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით (2–1) სრულდება. მომდევნო 1975 წელს მას ნაკრების შემადგენლობაში აღარ იძახებენ. ამ წელს იგი „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში არგენტინის ჩემპიონატის 48 შეხვედრას თამაშობს და გუნდთან ერთად მესამე ადგილს იკავებს.

1976 წლიდან კვლავ იწვევენ ეროვნულ გუნდში. მისი მონაწილეობით გამართული 12 საერთაშორისო შეხვედრიდან 1976 წელს არგენტინის ნაკრები ორ შეხვედრას მართავს პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან ატლანტიკის თასის[23][24] გათამაშების ფარგლებში — 25 თებერვალს ასუნსიონში და 28 აპრილს ბუენოს-აირესში. პირველი მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით (3–2),[25] ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ (2–2) მთავრდება.[26] ორჯერ ხვდება (ასევე ატლანტიკის თასზე) ბრაზილიის ეროვნულ გუნდსაცბუენოს-აირესში 27 თებერვალს და რიო-დე-ჟანეიროში 19 მაისს. ორივე მატჩს ბრაზილიელები იგებენ — 2–1[27][28] და 2–0.[29][30]

ასევე, ორ ამხანაგურ საერთაშორისო შეხვედრას მართავს საბჭოთა ნაკრებთან — 20 მარტს კიევში (1–0 სტუმართა სასარგებლოდ)[31] და 28 ნოემბერს ბუენოს-აირესში (0–0).[32] ორჯერ ხვდება პერუს ეროვნულ ნაკრებს რამონ კასტილიას თასზე — 28 ოქტომბერს ლიმაში და 10 ნოემბერს ბუენოს-აირესში. ორივე მატჩს არგენტინელები იგებენ — 3–1 და 1–0.[33] ამას გარდა, თითოჯერ ხვდება პოლონეთის,[34] უნგრეთის, ურუგვაის და ჩილეს (კარლოს დიტბორნის თასზე)[35] ეროვნულ გუნდებს. საყურადღებოა, რომ იგი ყველა ამ შეხვედრას შეუცვლელად თამაშობს. ტარანტინი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და ყოფილი კაპიტნის — ხორხე ომარ კარასკოსას[36] წასვლის შემდეგ იმკვიდრებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა, მენოტი მას ყველა შეხვედრის ძირითადში აყენებს, სადაც ასევე შეუცვლელად თამაშობს ჩემპიონატის შვიდივე მატჩს. სწორედ ამ მუნდიალზე, პერუს წინააღმდეგ გამართულ ფინალის წინა, გადამწყვეტ მატჩში გააქვს მას თავისი ერთადერთი სანაკრებო გოლი.

თავის ბოლო შეხვედრას „ალბისელესტეს“ რიგებში ესპანეთის 1982 წლის მუნდიალზე მეორე რაუნდის C ჯგუფში — ბრაზილიელთა წინააღმდეგ მართავს. ეს დრამატული შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთის ბევრი სპეციალისტი მსოფლიო თასზე გამართულ მატჩებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს — ბრაზილიელთა გამარჯვებით (3–1) სრულდება.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1974 1 0
1975 0 0
1976 12 0
1977 9 0
1978 11 1
1979 4 0
1980 9 0
1981 4 0
1982 10 0
ჯამში 60 1

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლოს დიტბორნის თასი
რამონ კასტილიას თასი
ფელიქს ბოგადოს თასი
თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 22 აპრილი 1974 „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესი რუმინეთის დროშა რუმინეთი 2–1 ამხანაგური [37][38]
2 25 თებერვალი 1976 „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონი პარაგვაის დროშა პარაგვაი 3–2 ატლანტ. 1976 [39][40]
3 27 თებერვალი 1976 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–2 ატლანტ. 1976 [41][42]
4 20 მარტი 1976 „ცენტრალური სტადიონი“, კიევი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 1–0 ამხანაგური
5 24 მარტი 1976 „სტადიონ შლონსკი“, ხოჟუვი, პოლონეთი პოლონეთის დროშა პოლონეთი 2–1 ამხანაგური
6 27 მარტი 1976 „ნეპშტადიონი“, ბუდაპეშტი უნგრეთის დროშა უნგრეთი 0–2 ამხანაგური
7 28 აპრილი 1976 „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესი პარაგვაის დროშა პარაგვაი 2–2 ატლანტ. 1976
8 19 მაისი 1976 „მარაკანა“, რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის დროშა ბრაზილია 0–2 ატლანტ. 1976
9 9 ივნისი 1976 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო ურუგვაის დროშა ურუგვაი 3–0 ატლანტ. 1976
10 13 ოქტომბერი 1976 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ჩილეს დროშა ჩილე 2–0 დიტბორნის თასი [43]
11 28 ოქტომბერი 1976 „ესტადიო ნასიონალი“, ლიმა დროშა: პერუ პერუ 3–1 კასტილიას თასი
12 10 ნოემბერი 1976 „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესი დროშა: პერუ პერუ 1–0 კასტილიას თასი
13 28 ნოემბერი 1976 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 0–0 ამხანაგური [44]
14 27 თებერვალი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი უნგრეთის დროშა უნგრეთი 5–1 ამხანაგური [45]
15 22 მარტი 1977 „სანტიაგო ბერნაბეუ“, მადრიდი ირანის დროშა ირანი 1–1 ამხანაგური [46]
16 5 ივნისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 1–3 ამხანაგური
17 12 ივნისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ინგლისის დროშა ინგლისი 1–1 ამხანაგური
18 18 ივნისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი შოტლანდიის დროშა შოტლანდია 1–1 ამხანაგური
19 26 ივნისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 0–0 ამხანაგური
20 3 ივლისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 1–0 ამხანაგური
21 12 ივლისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 2–0 ამხანაგური
22 31 აგვისტო 1977 „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონი პარაგვაის დროშა პარაგვაი 0–2 ბოგადოს თასი [47]
23 29 მარტი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 3–1 ამხანაგური
24 5 აპრილი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი რუმინეთის დროშა რუმინეთი 2–0 ამხანაგური
25 19 აპრილი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ირლანდიის დროშა ირლანდია 3–1 ამხანაგური
26 3 მაისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ურუგვაის დროშა ურუგვაი 3–0 ამხანაგური
27 2 ივნისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი უნგრეთის დროშა უნგრეთი 2–1 მსოფ. 1978
28 6 ივნისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2–1 მსოფ. 1978
29 10 ივნისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი იტალიის დროშა იტალია 0–1 მსოფ. 1978
30 14 ივნისი 1978 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო პოლონეთის დროშა პოლონეთი 2–0 მსოფ. 1978
31 18 ივნისი 1978 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო ბრაზილიის დროშა ბრაზილია 0–0 მსოფ. 1978
32 21 ივნისი 1978 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო დროშა: პერუ პერუ 6–0 მსოფ. 1978
33 25 ივნისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 3–1 მსოფ. 1978
34 22 მაისი 1979 „სტად დე სუისი“, ბერნი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 0–0 ამხანაგური [48]
35 26 მაისი 1979 „სტადიო ოლიმპიკო“, რომი იტალიის დროშა იტალია 2–2 ამხანაგური [49]
36 29 მაისი 1979 „ლენსდაუნ როუდი“, დუბლინი ირლანდიის დროშა ირლანდია 0–0 ამხანაგური [50][51]
37 2 ივნისი 1979 „ჰემპდენ პარკი“, გლაზგო შოტლანდიის დროშა შოტლანდია 3–1 ამხანაგური [52][53]
38 25 ივნისი 1979 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი დედამიწის დროშა მსოფლიო ნაკრები 1–2 ამხანაგური [54][55]
39 13 მაისი 1980 „უემბლი“, ლონდონი ინგლისის დროშა ინგლისი 1–3 ამხანაგური [56]
40 16 მაისი 1980 „ლენსდაუნ როუდი“, დუბლინი ირლანდიის დროშა ირლანდია 1–0 ამხანაგური [57]
41 21 მაისი 1980 „პრატერსტადიონი“, ვენა ავსტრიის დროშა ავსტრია 5–1 ამხანაგური
42 18 სექტემბერი 1980 „ესტადიო დე მენდოსა“, მენდოსა ჩილეს დროშა ჩილე 2–2 ამხანაგური
43 9 ოქტომბერი 1980 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 2–0 ამხანაგური
44 12 ოქტომბერი 1980 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი პოლონეთის დროშა პოლონეთი 2–1 ამხანაგური
45 15 ოქტომბერი 1980 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 1–0 ამხანაგური
46 4 დეკემბერი 1980 „ესტადიო ხოსე მარია მინელა“, მარ-დელ-პლატა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 1–1 ამხანაგური
47 16 დეკემბერი 1980 „ესტადიო კორდოვა“, კორდოვა შვეიცარიის დროშა შვეიცარია 5–0 ამხანაგური
48 1 იანვარი 1981 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 2–1 ამხანაგური [58][59]
49 4 იანვარი 1981 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–1 ამხანაგური [60]
50 28 ოქტომბერი 1981 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი პოლონეთის დროშა პოლონეთი 1–2 ამხანაგური
51 11 ნოემბერი 1981 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 1–1 ამხანაგური
52 9 მარტი 1982 „ესტადიო ხოსე მარია მინელა“, მარ-დელ-პლატა ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 0–0 ამხანაგური
53 24 მარტი 1982 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 1–1 ამხანაგური
54 14 აპრილი 1982 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 1–1 ამხანაგური
55 5 მაისი 1982 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 2–1 ამხანაგური
56 12 მაისი 1982 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო რუმინეთის დროშა რუმინეთი 1–0 ამხანაგური
57 13 ივნისი 1982 „კამპ ნოუ“, ბარსელონა ბელგიის დროშა ბელგია 0–1 მსოფ. 1982
58 18 ივნისი 1982 „ესტადიო ხოსე რიკო პერესი“, ალიკანტე უნგრეთის დროშა უნგრეთი 4–1 მსოფ. 1982
59 23 ივნისი 1982 „ესტადიო ხოსე რიკო პერესი“, ალიკანტე სალვადორის დროშა სალვადორი 2–0 მსოფ. 1982
60 29 ივნისი 1982 „ესტადიო დე სარია“, ბარსელონა იტალიის დროშა იტალია 1–2 მსოფ. 1982
61 2 ივლისი 1982 „ესტადიო დე სარია“, ბარსელონა ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–3 მსოფ. 1982

მსოფლიო ჩემპიონატებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარანტინიმ მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია როგორც არგენტინის, ასევე, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით.[61][62][63]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978 დროშა: არგენტინა არგენტინა არგენტინის დროშა 20 მცველი 7 1 5 1 1
ჩემპიონი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი არგენტინის დროშა 18 მცველი 5 0 2 0 3
მეორე რაუნდი
არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით
თარიღი შეხვედრის ადგილი გუნდი პირველი ანგ. გუნდი მეორე შეჯიბრება წყარო
1 02.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი მსოფლიო 1978
2 06.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი მსოფლიო 1978
3 10.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 იტალიის დროშა იტალია მსოფლიო 1978
4 14.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 პოლონეთის დროშა პოლონეთი მსოფლიო 1978
5 18.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია მსოფლიო 1978
6 21.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 6–0 პერუს დროშა პერუ მსოფლიო 1978
7 25.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები მსოფლიო 1978
ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით
თარიღი შეხვედრის ადგილი გუნდი პირველი ანგ. გუნდი მეორე შეჯიბრება წყარო
1 13.06.1982 კამპ ნოუ, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 ბელგიის დროშა ბელგია მსოფლიო 1982
2 18.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 4–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი მსოფლიო 1982
3 23.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 სალვადორის დროშა სალვადორი მსოფლიო 1982
4 29.06.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 1–2 იტალიის დროშა იტალია მსოფლიო 1982
5 02.07.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 1–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია მსოფლიო 1982

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა ბოკა ხუნიორსი
არგენტინის დროშა რივერ პლეიტი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2015 [69]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ezeiza. (6 აპრილი, 2016) Ezeiza es una ciudad del Gran Buenos Aires, Argentina. Es la cabecera del Partido de Ezeiza, y está situada en el centro-norte del mismo. დაარქივებული 2017-01-11 საიტზე Wayback Machine. muniezeiza.gob.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  2. FIFA. (5 აპრილი, 2008) Alberto Tarantini: „Tener el trofeo es como tener el mundo en las manos“. es.fifa.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  3. Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978). RSSSF. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  4. Aira, Carlos. (24 იანვარი, 2017) 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. La Señal Medios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  5. Boca Juniors. Sitio Web Oficial del Club Atlético Boca Juniors bocajuniors.com.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  6. Historia de Boca Juniors. Boca Juniors 2–0 Rosario Central (Torneo Metropolitano 1973) historiadeboca.com.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  7. Raúl Torre. (7 დეკემბერი, 2017) Trofeo Costa del Sol – Ciudad de Málaga (Málaga-Spain) 1961–2017 Summer tournament played in August and organised by the now defunct Málaga CF. Discontinued after 1983 due to financial difficulties. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  8. Historia de Boca Juniors. Malaga Espana 4–2 Boca Juniors (Trofeo Costa del Sol 1973) historiadeboca.com.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  9. Historia de Boca Juniors. Espanyol Espana 3–4 Boca Juniors (Trofeo Costa del Sol 1973) historiadeboca.com.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  10. Birmingham City FC. Official Website of the Birmingham City FC bcfc.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  11. Club Atlético Talleres. Sitio Web Oficial del Club Atlético Talleres (Córdoba) clubtalleres.com.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  12. Club Atlético River Plate. Sitio Web Oficial del Club Atlético River Plate cariverplate.com.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  13. Sporting Club de Bastia. Site officiel du SC Bastia sc-bastia.corsica. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  14. Toulouse Football Club. Site officiel du Toulouse Football Club დაარქივებული 2017-02-09 საიტზე Wayback Machine. tfc.info. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  15. FC St.Gallen. Official Website of the Fussballclub St. Gallen 1879 fcsg.ch. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  16. Luc Vandenberghe (22 ნოემბერი, 2012). Argentina National Team Players 1964–1998. The page contains Argentine players who were selected for the National team between September 1964 and the end of the World Cup 1998. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  17. Roberto Mamrud (5 ივლისი, 2018). Argentina — Record International Players. Alberto César Tarantini — First/Last: 1974–1982; Matches: 61; Goals: 1. Note that two matches (against Slovakia League XI on 22 Jun 1995 in Mendoza, won 6–0, and against Poland B League XI on 20 Jun 1996 in Tucumán, won 2–0) have been removed from the list of official matches; this change (which reduced Zanetti's cap total from 145 to 143 and Batistuta's goal tally from 56 to 54) has been taken into account below. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  18. Alberto César Tarantini at National Football Teams წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  19. Erik Garin. (3 ივლისი, 2003) Tournoi Espoirs de Toulon 1975 RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  20. L’Argentine de Luis César Menotti, pour sa première participation, s’impose face à la France. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  21. César Luis Menotti Profile (Coaching history at FIFA Tournaments) დაარქივებული 2016-10-19 საიტზე Wayback Machine. FIFA. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  22. César Luis Menotti footballdatabase.eu. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  23. José Luis Pierrend. (18 აპრილი, 2008). Copa del Atlántico 1976 RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  24. Argentina – Record against Paraguay worldfootball.net. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  25. Copa del Atlantico. Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  26. Copa del Atlantico. Argentina 2–2 Paraguay (28 April 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  27. Copa del Atlantico. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  28. José Luis Pierrend. (18 აპრილი, 2008) Argentina 1–2 Brazil (27 February 1976, Buenos Aires) RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  29. Copa del Atlantico. Brazil 2–0 Argentina (19 May 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  30. José Luis Pierrend. (18 აპრილი, 2008) Brazil 2–0 Argentina (19 May 1976, Rio de Janeiro) RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  31. International Friendly. USSR 0–1 Argentina (20 March 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  32. International Friendly. Argentina 0–0 USSR (28 November 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  33. José Luis Pierrend. (1 ოქტომბერი, 1998) Copa Ramón Castilla RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  34. International Friendly. Poland 1–2 Argentina (24 March 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  35. José Luis Pierrend. (17 ოქტომბერი, 2013) Copa Carlos Dittborn RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  36. La storia anche quando è tragica ci regala momenti di coraggio e dignità umana ineguagliabili da esempio per le nuove generazioni. (11 მარტი, 2009). Jorge Carrascosa nadur.net. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  37. „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“ (ესპ. Estadio José Amalfitani). Estadio José Amalfitani velezsarsfield.com.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  38. International Friendly. Argentina 2–1 Romania (22 April 1974) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  39. „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“ (ესპ. Estadio Defensores del Chaco). Estadio Defensores del Chaco The Guide to the World's Football Stadiums. stadiumguide.com წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2018.
  40. 1976 Copa del Atlantico — Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2018.
  41. „ესტადიო მონუმენტალი“, იგივე „მონუმენტალ დე ნუნიესი“ (ესპ. Monumental de Núñez); ამჟამად — „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti). Estadio Monumental The Guide to the World's Football Stadiums. stadiumguide.com წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  42. 1976 Copa del Atlantico. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976) AFS. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2018.
  43. Amistosos de la Selección Chilena. Copa Carlos Dittborn 1976 youtube.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  44. Mauro Trivilino. (11 ივნისი, 2006) La Selección Argentina (Partidos de la Selección desde el 401 hasta el 500) estadisticasmdt2.blogspot.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  45. Héctor Darío Pelayes. (26 მაისი, 2016) Argentina national Team archive (1971–1980) RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  46. The 75th anniversary of Real Madrid. Argentina 1–1 Iran (22 March 1977) (4–1 პენ.). AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  47. José Luis Pierrend. (1 ოქტომბერი, 1998) Copa Félix Bogado RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  48. WC anniversary. Argentina 0–0 Netherlands (22 May 1979) (8–7 პენ.). AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  49. International Friendly. Italy v Argentina (26 May 1979) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  50. „ლენსდაუნ როუდი“. Lansdowne Road Stadium (Ballsbridge, Dublin 4, Ireland) დაარქივებული 2010-03-30 საიტზე Wayback Machine. worldstadiums.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  51. UNICEF Charity. Republic of Ireland 0–0 Argentina (29 May 1979) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  52. „ჰემპდენ პარკი“. Hampden Park, Glasgow hampdenpark.co.uk. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  53. International Friendly. Scotland 1–3 Argentina (02 June 1979) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  54. International Friendly. Argentina 1–2 Rest of the World (25 June 1979) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  55. Marcelo Leme de Arruda. (20 ოქტომბერი, 2015). FIFA XI 2–1 Argentina (25 June 1979) (1st Anniversary of Argentina´s First World Cup). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  56. International Friendly. England 3–1 Argentina (13 May 1980) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  57. International Friendly. Republic of Ireland 0–1 Argentina (16 May 1980) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  58. „ესტადიო სენტენარიო“. Estadio Centenario დაარქივებული 2017-07-24 საიტზე Wayback Machine. estadiocentenario.com.uy. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  59. Gold Cup. Argentina 2–1 West Germany (01 January 1981) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  60. Gold Cup. Argentina 1–1 Brazil (04 January 1981) AFS. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  61. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (სტატისტიკა) დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. FIFA. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  62. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982 (სტატისტიკა) დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. FIFA. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  63. Alberto Tarantini in the World Cups. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2021.
  64. Historia de Boca Juniors წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  65. John Beuker and Pablo Ciullini. (28 თებერვალი, 2013) Copa Libertadores de América 1977. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  66. Osvaldo José Gorgazzi. (15 ოქტომბერი, 2005). Campeonato Nacional 1981 (Argentina). Ferro Carril Oeste (BA) 0–1 River Plate. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  67. 1978 FIFA World Cup Argentina ™ დაარქივებული 2019-08-14 საიტზე Wayback Machine. . The 1978 FIFA World Cup, the 11th staging of the FIFA World Cup, quadrennial international football world championship tournament, was held in Argentina between 1 and 25 June. The Cup was won by the Argentine hosts, who defeated the Netherlands 3–1 in the final, after extra time. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2018.
  68. Billy Hawkins (6 ივნისი, 2018). 1978 World Cup All-Star Team: Who were the players voted best in Argentina?. Alberto Tarantini (Argentina) – Known on these shores for his short and tempestuous spell at Birmingham City, Tarantini was Argentina’s left-back throughout the World Cup. Cesar Luis Menotti, the Argentina coach in 1978, knew Tarantini well having selected him at the 1975 Toulon Tournament, when Albiceleste’s Under-23s won the gold medal. He spent the majority of his career in his homeland, playing for both Boca Juniors and River plater, but also spent one season with Birmingham just after the World Cup; it was not an enjoyable time in the West Midlands, with his most notable action when he went into the crowd and punched a fan. talksport.com. წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2018.
  69. AFA (2015). La Selección de todos los tiempos დაარქივებული 2018-08-14 საიტზე Wayback Machine. . Durante el 2015, en AFA Revista distintas personalidades del fútbol armaron su 11 ideal de la historia albiceleste y, en base a lo que eligió cada uno, éste es el equipazo que se formó. afa.com.ar. წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2018.