მარ-დელ-პლატა
|
ქალაქი
მარ-დელ-პლატა
Mar del Plata
|
მარ-დელ-პლატა — ქალაქი არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ბუენოს-აირესიდან 400 კმ-ით სამხრეთით. ქალაქი არგენტინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თევზის სარეწაო პორტი და უდიდესი საზღვაო კურორტია. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 614,350 ადამიანს, ამ მონაცემებით, ქვეყნის სიდიდით მე-7 ქალაქია.
ესპანელთა მოსვლამდე, ეს ტერიტორია დასახლებული იყო გუნუნა-კენას ხალხით, რომელიც მაპუჩეს ხალხის მძლავრ გავლენას განიცდიდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მარ-დელ-პლატა არგენტინის სანაპირო რეკრეაციულ ზოლში მდებარეობს, ქალაქის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას ტურიზმი წარმოადგენს. 2006 წელს მას 7 მლნ ტურისტი ეწვია. შესაბამისად, აქ მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა თავის არაერთი სასტუმროთი, რესტორნით, სამორინეთი და სხვა ტურისტული ატრაქციით. გარდა ამისა, მარ-დელ-პლატა არგენტინის მნიშვნელოვანი სპორტული ცენტრია. აქ მდებარეობს ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ფიფას 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის არგენტინაში მიმდინარეობისას გაიხსნა. აქვეა ასევე 5 გოლფის მოედანი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (ესპანური)
- მარ-დელ-პლატის ეროვნული უნივერსიტეტი (ესპანური)
- Buscador de Mar del Plata (ესპანური)
- Mar del Plata holiday and investments (ინგლისური)
- Website of Mar del Plata