რუბენ პანიანინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუბენ პანიანინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რუბენ ოსკარ პანიანინი
დაბადების
თარიღი
31 იანვარი, 1949 (1949-01-31) (75 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-ნიკოლას-დე-ლოს-აროიოსი,
არგენტინა
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1968–1977 ესტუდიანტესი 329 (22)
1977–1979 ინდეპენდიენტე 70 (2)
1980 არხ. ჯუნიორსი 2 (0)
1981 მინესოტა კიქსი 13 (0)
ეროვნული ნაკრები
1978 არგენტინა 4 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რუბენ ოსკარ პანიანინი (ესპ. Rubén Oscar Pagnanini; დ. 31 იანვარი, 1949, სან-ნიკოლას-დე-ლოს-აროიოსი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, მცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუბენ პანიანინი საკლუბო კარიერას 1968 წელს, არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე ლა-პლატას „ესტუდიანტესში“ იწყებს. მის შემადგენლობაში 10 სეზონი რჩება, რომლის განმავლობაშიც ქვეყნის ჩემპიონატის 329 მატჩს თამაშობს და 22 ბურთი გააქვს. კლუბთან ერთად სამჯერ ზედიზედ (1968,[3] 1969,[4] 1970[5]) ლიბერტადორესის თასის მფლობელი ხდება. ასევე, იმარჯვებს კოპა ინტერამერიკანას[6] და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში (1968).[7]

1977–1979 წლებში იცავს არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას, სადაც ეროვნული ჩემპიონატის 70 შეხვედრაში ორჯერ იღებს მეტოქეთა კარს. „ინდეპენდიენტესთან“ ერთად, ორჯერ ზედიზედ, ნასიონალის ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება (1977, 1978).

1980 წელს ბუენოს აირესის „არხენტინოს ჯუნიორსის“ რიგებში გადადის. თუმცა, ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორ შეხვედრაში გამოდის მინდორზე.

1981 წლიდან ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ინაცვლებს (ინგლ. North American Soccer League) და ბლუმინგტონის (ინგლ. Bloomington, Minnesota) „მინესოტა კიქსის“ რიგებში აგრძელებს თამაშს. ამერიკულ კლუბში პანიანინი 13 შეხვედრას მართავს და თავის საფეხბურთო კარიერას ამავე წელს, აქვე ასრულებს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 4 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.[8][9]

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამონ კასტილიას თასი
თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 19.03.1978 „ხოსე მარია მინელა“, მარ-დელ-პლატა, არგენტინა პერუს დროშა პერუ 2–1 კასტილიას თასი [10][11]
2 23.03.1978 „ესტადიო ნასიონალი“, ლიმა, პერუ პერუს დროშა პერუ 3–1 კასტილიას თასი [12]
3 29.03.1978 „ლა ბომბონერა“, ბუენოს აირესი, არგენტინა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 3–1 ამხანაგური [13]
4 25.04.1978 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი ურუგვაის დროშა ურუგვაი 0–2 ამხანაგური [14]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა ესტუდიანტესი
არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978). RSSSF. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  2. Aira, Carlos. (24 იანვარი, 2017) 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. La Señal Medios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  3. Pablo Ciullini, Martin Harris, John Beuker, José Luis Pierrend and RSSSF (4 მაისი, 2017). Copa Libertadores de América 1968. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  4. Pablo Ciullini, John Beuker, Karel Stokkermans, José Luis Pierrend and RSSSF (20 დეკემბერი, 2012). Copa Libertadores de América 1969. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  5. Pablo Ciullini, José Luis Pierrend, Karel Stokkermans and RSSSF (20 დეკემბერი, 2012). Copa Libertadores de América 1970. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  6. Pablo Ciullini, Ian King, Erik Francisco Lugo and RSSSF (6 ოქტომბერი, 2017). Copa Interamericana 1968. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  7. Osvaldo José Gorgazzi and RSSSF (8 მაისი, 2014). Intercontinental Club Cup 1968. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  8. AFS. Rubén Pagnanini International matches (1978). Official site of the Association of Football Statisticians. AFS. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  9. Luc Vandenberghe (22 ნოემბერი, 2012). Argentina National Team Players 1964–1998. The page contains Argentine players who were selected for the National team between September 1964 and the end of the World Cup 1998. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  10. Copa Ramon Castilla (19.03.1978). Argentina 2–1 Peru (19 March 1978. Official site of the Association of Football Statisticians. AFS. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  11. Аргентина - Перу - 2 : 1 / 19.03.1978
  12. Copa Ramon Castilla (23.03.1978). Peru 1–3 Argentina (23 March 1978. Official site of the Association of Football Statisticians. AFS. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  13. International Friendly (29.03.1978). Argentina 3–1 Bulgaria (29 March 1978). Official site of the Association of Football Statisticians. AFS. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  14. International Friendly (25.04.1978). Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978). Official site of the Association of Football Statisticians. AFS. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  15. Pablo Ciullini (31 აგვისტო, 2017). Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship). Final: 1st. leg: (Jan 7, 1979). River Plate 0–0 Independiente. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  16. Pablo Ciullini (31 აგვისტო, 2017). Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship). Final: 2nd. leg: (Jan 10, 1979). Independiente 2–0 River Plate. Goals: 19' Bochini; 54' Bochini. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  17. Pablo Ciullini (31 აგვისტო, 2017). Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship). Independiente won the championship with the following line- ups: Independiente: Baley; Pagnanini, Villaverde, Trossero, O. Pérez; Larrosa, Fren, Bochini; Alzamendi (Fontana), Outes, Barberón. Coach: José Pastoriza. River Plate: Fillol; Saporiti, Pavoni, Passarella, H. López; J.J. López, Merlo, Alonso; Pedro González (Galletti), Luque, Ortiz. Coach: Angel Labruna. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  18. 1978 FIFA World Cup Argentina ™ დაარქივებული 2019-08-14 საიტზე Wayback Machine. . The 1978 FIFA World Cup, the 11th staging of the FIFA World Cup, quadrennial international football world championship tournament, was held in Argentina between 1 and 25 June. The Cup was won by the Argentine hosts, who defeated the Netherlands 3–1 in the final, after extra time. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2018.