პლატონ იოსელიანი
|
პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი |
||
|---|---|---|
| სახელი დაბადებისას | პლატონ იოსელიანი | |
| დაბადების თარიღი | 15 ნოემბერი/27 ნოემბერი, 1809 | |
| დაბადების ადგილი | თბილისი | |
| მოღვაწეობა | ქართველი ისტორიკოსი | |
| გარდაცვალების თარიღი | 15 ნოემბერი/27 ნოემბერი,1875 | |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი | |
| მოქალაქეობა | საქართველო | |
პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი (დ. 15 ნოემბერი/27 ნოემბერი, 1809, თბილისი — გ. 15 ნოემბერი/27 ნოემბერი, 1875, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა მეფე გიორგი XII-ის კარის მოძღვარის ოჯახში. 1835 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. შემდეგ მუშაობდა თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად. 1845-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ პერიოდულ გაზეთს „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, რომელიც თბილისში გამოდიოდა. ამ გაზეთში იოსელიანმა თავისი გამოკვლევები. 1849 წელს იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. იოსელიანი იყო ათენის არქეოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. მჭიდროდ იყო დაკავშირებული აკადემიკოს მარი ბროსთან. 1860-1875 წლებში გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. მსოფლმხედველობით იოსელიანი იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიის პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იოსელიანი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნული ანუ პირველყოფილ-თემურ, ფეოდალურ და კაპიტალისტუირ წყობილებებად. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლას, მათი წარმოშობის პრობლემებს. იოსელიანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა ჩახრუხაძის " თამარიანი“ (1838), იოანე შავთელის „აბდულმესიანი“ (1938), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1851), ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლა“ (1852), ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობა“ (1853), არჩილ II-ის „თეიმურაზიანი“ (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა გიორგი ერისთავის „გაყრა“. იოსელიანი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში „პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა“ (1840). „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის დროს იოსელიანი „მამათა“ ბანაკს ემხრობოდა. ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ „გამოცანებში“ (1871) ილია ჭავჭავაძემ სხვა მოღვაწეთა შორის იოსელიანიც გაკენწლა.
ისტორიის საკითხების გაშუქებისას იოსელიანი მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები „გამოცანანი ქართულნი“ (1835) და „ანდაზები და გამოცანები“ (1939).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ბარამიძე ა., კოლხეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ ისტორიოგრაფიაში, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერული განყოფილების მოამბე“, 1963, № 5
- მისივე, პლატონ იოსელიანი და იბერიის(ქართლის) ისტორიული გეოგრაფიის ზოგიერთი საკითხი, კრ., კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966
- Барамидзе А. А., Ватейшвили Д. Л., П. И. Иоселиани. Очерк жизни и научно-общественной деятельности, Тб., 1978
- ბარამიძე არჩ., ქსე, ტ. 5, გვ. 204
სტატიის