შინაარსზე გადასვლა

ურაკა პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურაკა პორტუგალიელი
ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1165
მმართ. დასასრული: 1175
წინამორბედი: რიჩეზა პოლონელი
მემკვიდრე: ტერეზა ფერნანდეს დე ტრაბა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1148
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 1211
გარდ. ადგილი: ვალიადოლიდი, ესპანეთი
მეუღლე: ფერდინანდ II, ლეონის მეფე
შვილები: ალფონსო IX, ლეონის მეფე
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: აფონსუ I, პორტუგალიის მეფე
დედა: მაფალდა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ურაკა პორტუგალიელი (პორტ. Urraca de Portugal; დ. 1148 — გ. 1211) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე აფონსუ I-ისა და დედოფალ მაფალდა სავოიელის უფროსი ასული. ლეონის დედოფალი 1165-1175 წლებში როგორც ფერდინანდ II-ის მეუღლე. ლეონისა და გალისიის მეფე ალფონსო IX-ის დედა.

ურაკა დაიბადა 1148 წელს კოიმბრაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე აფონსუ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მაფალდა სავოიელის უფროსი ასული. მისი მრავალი დედმამიშვილიდან აღსანიშნავია პორტუგალიის მეფე სანშუ I.

1165 წლის მაისში, ან ივნისში ურაკა ცოლად შერთეს მეზობელი ლეონის სამეფოს მეფე ფერდინანდ II-ს. იგი ლეონის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი დედოფალი იყო. ურაკასა და ფერდინანდს ქორწინებაში მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ალფონსო დაარქვეს და რომელიც 1171 წლის 15 აგვისტოს დაიბადა სამორაში.

როგორც ლეონისა და კასტილიის მეფე ალფონსო VI-ის შვილთაშვილების, ურაკასა და ფერდინანდის ქორწინება რომის პაპმა ალექსანდრე III-მ 1771, ან 1772 წელს ანულირებულად სცნო, რადგან ისინი ღვიძლი ბიძაშვილები გამოდიოდნენ. ამის შემდეგ ურაკა იოანე ნათლისმცემლის ორდენს შეუერთდა და ქმრის მიერ ნაჩუქარ სამორას სასახლეში დასახლდა. განქორწინების მიუხედავად, ფერდინანდი მეორედ აღარ დაქორწინებულა და ურაკას დედოფლის წოდება და შემოსავალი შეუნარჩუნა.

1775 წელს ფერდინანდი გარდაიცვალა, ტახტზე მათი ვაჟი ალფონსო IX ავიდა და ურაკამაც დაკარგა დედოფლის ტიტული. ამის შემდეგ იგი ესპანეთში მოგზაურობდა, რა დროსაც მოილოცა ადგილობრივი სიწმინდეები. 1188 წელს იგი თავისი ვაჟის, ალფონსოს კორონაციას დაესწრო. ამის შემდეგ მან დატოვა ლეონი და კვლავ ესპანეთში მოგზაურობა განაგრძო, სადაც გარდაიცვალა 1211 წელს, ქალაქ ვალიადოლიდში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს სამორას კათედრალში.

  • Arco y Garay, Ricardo del (1954). Sepulcros de la Casa Real de Castilla. Madrid: Instituto Jerónimo Zurita. Consejo Superior de Investigaciones Científicas. OCLC 11366237.
  • Elorza, Juan C.; Vaquero, Lourdes; Castillo, Belén; Negro, Marta (1990). Junta de Castilla y León. Consejería de Cultura y Bienestar Social (ed.). El Panteón Real de las Huelgas de Burgos. Los enterramientos de los reyes de León y de Castilla. Publisher Evergráficas S.A. ISBN 84-241-9999-5.
  • García Tato, Isidro (2004). Las encomiendas gallegas de la Orden Militar de San Juan de Jerusalén: Estudio y edición documental (in Spanish). Vol. I. Santiago de Compostela: Instituto de Estudios Gallegos «Padre Sarmiento». hdl:10261/49926. ISBN 8400082508.
  • Gross, Georg (1998). "El fuero de Castrotorafe (1129). Transición a la documentación romanizadora". Boletín de la Real Academia de la Historia (in Spanish). Madrid. Vol. CXCV, Cuaderno II: 221–229. ISSN 0034-0626.
  • Mattoso, José (2014). D. Afonso Henriques (in Portuguese). Lisbon: Temas e Debates. ISBN 978-972-759-911-0.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.